YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
ტრადიციულად, წელიწადის ამ დროს google-ის სისტემაში ყველაზე ხშირად “საუკეთესო საჩუქრები” იძებნება. პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ მეორე ნახევარს კარგად იცნობთ, მისი ინტერესებიც გეცოდინებათ. მთავარია შესაფერისი საჩუქარი თქვენს მიერ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მოძებნოთ. თუმცა, ჩვენც წაგეშველებით!
The Diary-ის რედაქცია ამჯერად მეგობარი მამაკაცისთვის, ან ზოგადად, მამაკაცისთვის top 6 საჩუქრის პრემიუმ და ბიუჯეტურ ვერსიებს წარმოგიდგენთ.
1. ხელთათმანები
აქსესუარის შერჩევა მამაკაცისთვის ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ქალისთვის, თუმცა ხელთათმანი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც სტილის, თუ ინტერესების განურჩევლად, სუსხიან ზამთარში თითქმის ყველა მამაკაცი ატარებს.
2. ყურსასმენები
თუ თქვენი მეორე ნახევარი მოდის ტრენდების მიმდევარია, ამ არჩევანს ორმაგად დაგიფასებთ. დიდი ზომის ყურსასმენები გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია. თუმცა, ახალ წელს საჩუქრად ყურსასმენების მიღება მათაც კი გაუხარდებათ, ვინც თვლის, რომ შავი ფერის სამოსის გარდა, მამაკაცი არაფერს უნდა იცვამდეს. If you know what I mean?!
3. პორტატიული დინამიკები
ტექნიკის განყოფილებიდან მცირე ზომის, უსადენო დინამიკებიც ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია. ბოლოს და ბოლოს, ვის არ უყვარს საღამოს ჭიქა ღვინით ხელში მუსიკის მოსმენა?!
4. მზის სათვალე
მზის სათვალე მამაკაცების top საჩუქრებში ყოველთვის ეწერა. მთავარია თქვენი მეორე ნახევრის რჩეული ფორმა იცოდეთ.
5. მანტო
ყველა მამაკაცის გარდერობს უნდა ამშვენებდეს ერთი მანტო! მათ გარდერობებსაც კი, ვისთვისაც ყოველდღიური სამოსი სპორტული შარვალი და დიდი ზომის ჰუდია.
6. სუნამო
თქვენი მეორე ნახევრის საყვარელი სურნელი აუცილებლად გეცოდინებათ, თუმცა არც ახალი არომატის მოსინჯვა იქნება ურიგო. მეტიც, თქვენს მიერ შერჩეული სურნელით საყვარელ მამაკაცს სასურველი მესიჯიც შეგიძლიათ გადასცეთ.