2022 წლის MUST HAVE
#მოდაBottega Veneta-მ უმკლავო თეთრი მაისური კლასიკურად ჯინსებს შეუხამა, Chloé-მ ტყავის შარვალთან ერთად გააცოცხლა, ხოლო Prada-ს დიზაინერმა ლუქს მეტი ფემინურობა შემატა და მოკლე ქვედაბოლოსთან ერთად წარმოგვიდგინა.
Bottega Veneta-მ უმკლავო თეთრი მაისური კლასიკურად ჯინსებს შეუხამა, Chloé-მ ტყავის შარვალთან ერთად გააცოცხლა, ხოლო Prada-ს დიზაინერმა ლუქს მეტი ფემინურობა შემატა და მოკლე ქვედაბოლოსთან ერთად წარმოგვიდგინა.
2020 წლიდან მოყოლებული აბრეშუმის შარფი ზაფხულის უცვლელი ტრენდია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის აქსესუარი უკვე 2 წელია მოდურ ჟურნალებში, ცნობილების გარდერობებსა და სოციალურ მედიაში აქტიურად გვხვდება, მისი “მოდიდან გადასვლა” ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.
ზაფხული უკანასკნელ კვირებს ითვლის, აგვისტოს რომანტიკული განწყობა კი ყველაზე ცხელ ფაზაში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ, ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარ Instagram გვერდზე ვინტაჟური კაბის ფოტოსურათები გაგვიზიარა და ახლა ზუსტად ვიცით როგორ გამოიყურება იდეალური საზაფხულო კაბა.
Aliétte - ვარსკვლავების მეგა-სტილისტის ჯეისონ რემბერტის ბრენდი, ცნობილი გახდა თავისი ნატიფი მგრძნობელობით, დახვეწილი ქალურობით და საღამოს ტანსაცმლის თანამედროვე ხედვით. მოდის სახლის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის ჯეისონის შემოქმმედება დიზაინების ეთოსის ერთგული დარჩა.
ანჯელინა ჯოლი 2022 წლის ზაფხულშიც კი რჩება სილამაზის, დახვეწილობისა და ელეგანტურობის ეპითომად. ნეიტრალური ფერებით, მინიმალური სტილით და ანჯელინასთვის დამახასიათებელი გრაციით, ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი რომის ქუჩებს იპყრობს და საზაფხულო შვებულების საუკეთესო ინსპირაციას გვთავაზობს.
Oscar de la Renta, Gucci, Reformation და Alexander McQueen - ეს იმ მოდის სახლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა კაბებსა თუ კლასიკურ ორეულებში ჯენიფერ ლოპესი ბოლო დღეებში გამოწყობილი ვიხილეთ.
2022 წლის შემოდგომის სეზონის ყველაზე თეატრალური ჩვენება, სიურრეალიზმისა და ქემპის ნაზავით, უდავოდ, ჯერემი სკოტს და Moschino-ს ეკუთვნით. ყველაფერი კაბინეტის ესკიზით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით დეფილეზე ჯიჯი ჰადიდმა წარადგინა. ამ კოლექციაში წარმოდგენილი იყო ყველაფერი, რისი პოვნაც სახლში შეგიძლიათ: გუგულის საათი, კარადები, უზარმაზარი ოქროს არფები, სარკეები და ულამაზესი პერანგები.
Focus Features-ის ახალ კომედიური ფილმი Mrs. Harris Goes To Paris, რომელშიც მთავარ როლს ლესლი მანვილი ასრულებს, უსაყვარლესი ბრიტანელი დიასახლისისა და Dior-ის კაბის ერთი ნახვით შეყვარების ისტორიას გვიამბობს.
შესაძლოა, დღისით ამალ კლუნი წარმატებული ადვოკატია, მაგრამ ღამით ის წვეულების ნამდვილ დედოფლად გარდაისახება ხოლმე. ადამიანის უფლებათა დამცველის მრავალფეროვანი გარდერობი ისეთი ოფიციალური ერთეულებისგან შედგება...
ბრიტანული სეზონის ნამდვილი ჰაილაითი: უიმბლდონის სპორტული და სოციალური აქტივობების კომბინაცია - დედამიწაზე, ჩოგბურთის საუკეთესო ღონისძიებად არის მიჩნეული. ღონისძიებად, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოვლენათა ეპიცენტრშია მოქცეული, როგორც სპორტული მატჩების, აგრეთვე დამსწრე საზოგადოების დამსახურებით.