2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის ჩანთა LOUIS VUITTON-მა დაამზადა
#სპორტიRugby World Cup France 2023-ის დრამატული ფინალი ახალი ზელანდია vs სამხრეთ აფრიკა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დამსახურებულად დაისაკუთრა წლევანდელი თასი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე მოედანზე, Louis Vuitton-ის ჩანთით სოფი ტერნერმა და დენ დაზელმა წარადგინეს.