პარიზში, კონცეპტუალური მაღაზიის, Dover Street Market-ის ეზო ნიკო ფიროსმანის მხატვრობის სცენად იქცევა. ლეგენდარული ქართველი მხატვრისადმი მიძღვნილ ინსტალაციას იაპონელი დიზაინერის, რეი კავაკუბოს ბრენდი, Comme des Garçons წარმოგვიდგენს. ქართველი მხატვრის ნამუშევრები პარიზულ გარემოს 13 დეკემბრიდან ალამაზებს.
რეი კავაკუბო ამ ინსტალაციით ინსპირაციად ქცეულ მხატვარს მიაგებს პატივს და ხელოვნების სამყაროში ქართული, უნიკალური მხატვრობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
კავაკუბო, თავისი საფირმო ბრენდით, ავანგარდული ხელოვნებისა და მოდის გამორჩეული ფიგურაა. ის ნიკო ფიროსმანით და მხატვრის თვალით დანახული ქართული ცხოვრებით ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაინტერესდა. მას შემდეგ, ქართველი თვითნასწავლი ხელოვანი იაპონელი დიზაინერის ინსპირაციის წყაროა.
ბრაიან გრიფინის ფოტოები 1989 წლის გადაღებიდან
ფიროსმანის კვალს გამოყოლილი კავაკუბო საქართველოში 1989 წელს ჩამოვიდა და რღვევის პირას მდგარ საბჭოთა კავშირში, ფოტოგრაფ ბრაიან გრიფინთან ერთად, ფოტოსესია მოაწყო. ფოტოები SIX-ში, Comme des Garçons-ის იმდროინდელ ჟურნალში გამოქვეყნდა და ხალხმა გრიფინის ობიექტივში გაცოცხლებული კავაკუბოს ხედვა იხილა, რომელიც ქართული ტრადიციების ავანგარდულ მოდასთან შერწყმას გამოხატავდა.
ბრაიან გრიფინმა 1989 წელს ჟურნალისთვის "ქართლის დედა" გადაიღო
ფიროსმანის ნამუშევრები პასტორალურიდან დაწყებული, ურბანული სცენებით დასრულებული, იმდროინდელი ქართველების იდეალური ილუსტრაციაა. კავაკუბომ და ბრაიან გრიფინმა კი, ავთენტურ ტანსაცმელსა და Comme des Garçons-ის სამოსში გამოწყობილი ადგილობრივები გადაიღეს.
ბრაიან გრიფინის ფოტო 1989 წლის გადაღებიდან
ქართული ხელოვნებითა და კულტურით აღტაცება დიზაინერს წლებია მოჰყვება. პარიზში მოწყობილი ინსტალაციაც ფიროსმანის უნიკალური შემოქმედების მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცევის კიდევ ერთი გზაა.
ფოტო: charlotte chao
ინსტალაციის გახსნასთან ერთად, ფიროსმანის შესახებ დაწერილი წიგნიც წარადგინეს. თენგიზ მირზაშვილისა და არკადი ტროიანკერის წიგნი "Niko Pirosmanashvili: A Study Of His Life and Art" მხატვრის შესახებ ესეებს აერთიანებს. წიგნში აღწერილია ის, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ფიროსმანს არამხოლოდ ქართული ავანგარდის ხელოვანებზე, არამედ ისეთ მოდერნისტზე, როგორიცაა პიკასო. კრებულში ასევე განხილულია, თუ რა პარალელების გავლება შეგვიძლია ქართველი მხატვრისა და ვან გოგის, თუ ანრი რუსოს შემოქმედებასთან. წიგნს ნობელის ლაურეატის, ორჰან ფამუქის წინასიტყვაობაც ამშვენებს.
ბრაიან გრიფინის ფოტო 1989 წლის გადაღებიდანბრაიან გრიფინის ფოტო 1989 წლის გადაღებიდან
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.