„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია მაყურებლისა და წითელი ხალიჩის გარეშე გაიმართება
#კინოჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გადაწყვეტილება მიიღო, „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია პომპეზურობის გარეშე ჩაივლის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ლოკაცია უცვლელია, ის კვლავინდებურად ლოს-ანჯელესში, Beverly Hilton Hotel-ში გაიმართება, თუმცა ის ამჯერად არც ტელევიზიით გადაიცემა პირდაპირ ეთერში და მეტიც, „ოქროს გლობუსი“ მაყურებლებისა და წითელი ხალიჩის გარეშეც ჩაივლის.