ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 2023 წლის საიუბილეო, მე-80 „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები წარადგინა. დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 10 იანვარს, კალიფორნიაში, ბევერლი ჰილზში, NBC-სა და Peacock-ის ეთერში გადაიცემა.
ყველაზე მეტი 4 ნომინაცია HBO-სThe White Lotus-ს, Hulu-ს Only Murders in the Building-ს და Pam & Tommy-ს და Netflix-ის Dahmer — Monster: The Jeffrey Dahmer Story-ს ხვდათ წილად.
2022 წელს გამოჩენილ სერიალთა შორის აღიარება House of the Dragon-ს, Wednesday-ს, The Bear and The Old Man-ს, Andor-სა და Severance-ს ხვდათ წილად, რაც მოსალოდნელიც იყო, თუმცა ნომინაციის გარეშე დარჩა Amazon-ის ფართომასშტაბიანი პროექტი Lord of the Rings: The Rings of Power, რომელსაც იდეის გაჩენიდან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
„ოქროს გლობუსის“ ნომინაციის გარეშე დარჩა უილ სმიტის, რომლის კარიერული დაღმასვლა, „ოსკარების“ ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო.
რაც შეეხებათ ჯენა ორტეგას, ზენდაიას და სელენა გომესს, მსახიობებმა კარიერაში „ოქროს გლობუსის“ პირველი ნომინაციები მოიპოვეს. ჯენა და სელენა (Wednesday-სა და Only Murders in the Building-სთვის) კომედიურ ან მუსიკალურ სერიალში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე არიან წარდგენილი. ზენდაია კი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე მოგვევლინა დრამატულ სერიალში (Euphoria).
იხილეთ, მე-80 „ოქროს გლობუსის“ მთავარი ნომინაციების ჩამონათვალი:
საუკეთესო მხატვრული ფილმი - დრამა
AVATAR: THE WAY OF WATER
ELVIS
THE FABELMANS
TÁR
TOP GUN: MAVERICK
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - დრამა
ქეით ბლანშეტი TÁR
ოლივია კოულმანი EMPIRE OF LIGHT
ვაიოლა დევილი THE WOMAN KING
ანა დე არმასი BLONDE
მიშელ უილიამსი THE FABELMANS
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - დრამა
ოსტინ ბატლერი ELVIS
ბრენდან ფრეიზერი THE WHALE
ჰიუ ჯეკმანი THE SON
ბილ ნაითი LIVING
ჯერემი პოუპი THE INSPECTION
საუკეთესო მხატვრული ფილმი - კომედია ან მიუზიკლი
BABYLON
THE BANSHEES OF INISHERIN
EVERYTHING EVERYWHERE ALL AT ONCE
GLASS ONION: A KNIVES OUT MYSTERY
TRIANGLE OF SADNESS
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - კომედია ან მიუზიკლი
ლესლი მანვილი MRS. HARRIS GOES TO PARIS
მარგო რობი BABYLON
ანია ტეილორ-ჯოი THE MENU
ემმა ტომპსონი GOOD LUCK TO YOU, LEO GRANDE
მიშელ იონი EVERYTHING EVERYWHERE ALL AT ONCE
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - კომედია ან მიუზიკლი
დიეგო კალვა BABYLON
დენიელ კრეიგი GLASS ONION: A KNIVES OUT MYSTERY
ადამ დრაივერი WHITE NOISE
კოლინ ფარელი THE BANSHEES OF INISHERIN
რალფ ფიენისი THE MENU
საუკეთესო ანიმაცია
გილერმო დელ ტოროს PINOCCHIO (Netflix)
INU-OH (GKIDS)
MARCEL THE SHELL WITH SHOES ON (A24)
PUSS IN BOOTS: THE LAST WISH (Universal Pictures)
TURNING RED (Walt Disney Studios Motion Pictures)
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
ALL QUIET ON THE WESTERN FRONT გერმანია
ARGENTINA, 1985 არგენტინა
CLOSE ბელგია/საფრანგეთი/ნიდერლანდები
DECISION TO LEAVE სამხრეთ კორეა
RRR ინდოეთი
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - დრამა
ანგელა ბესეტი BLACK PANTHER: WAKANDA FOREVER
კერი კონდონი THE BANSHEES OF INISHERIN
ჯემი ლი კურტისი EVERYTHING EVERYWHERE ALL AT ONCE
დოლი დი ლეონი TRIANGLE OF SADNESS
კერი მულიგანი SHE SAID
კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - დრამა
ბრენდან გლესონი THE BANSHEES OF INISHERIN
ბერი კეოგანი THE BANSHEES OF INISHERIN
ბრედ პიტი BABYLON
კი ქუ ქანი EVERYTHING EVERYWHERE ALL AT ONCE
ედი რედმაინი THE GOOD NURSE
საუკეთესო რეჟისორი - მხატვრული ფილმი
ჯეიმს კემერონი AVATAR: THE WAY OF WATER
დენიელ კუანი, დენიელ შეინერტი EVERYTHING EVERYWHERE ALL AT ONCE
ბაზ ლურმანი ELVIS
მარტინ მაკდონაჰი THE BANSHEES OF INISHERIN
სტივენ სპილბერგი THE FABELMANS
საუკეთესო სცენარი
ტოდ ფილდი TÁR
დენიელ კუანი, დენიელ შეინერტი EVERYTHING EVERYWHERE ALL AT ONCE
მარტინ მაკდონაჰი THE BANSHEES OF INISHERIN
სარა პოლი WOMEN TALKING
სტივენ სპილბერგი, ტონი კუშნერი THE FABELMANS
საუკეთესო სატელევიზიო სერიალი - დრამა
BETTER CALL SAUL AMC+/AMC
THE CROWN NETFLIX
HOUSE OF THE DRAGON HBO MAX
OZARK NETFLIX
SEVERANCE APPLE TV+
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი დრამატულ სერიალში
ემმა დარსი HOUSE OF THE DRAGON
ლაურა ლინეი OZARK
იმელდა სტაუტონი THE CROWN
ჰილარი სვანკი ALASKA DAILY
ზენდაია EUPHORIA
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი დრამატულ სერიალში
ჯეფ ბრიდჯსი THE OLD MAN
კევინ კოსნერი YELLOWSTONE
დიეგო ლუნა ANDOR
ბობ ოდენკირკი BETTER CALL SAUL
ადამ სკოტი SEVERANCE
საუკეთესო კომედიური ან მუსიკალური სერიალი
ABBOTT ELEMENTARY
THE BEAR
HACKS
ONLY MURDERS IN THE BUILDING
WEDNESDAY
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი კომედიურ ან მუსიკალურ სერიალში
ქუინტა ბრანსონი ABBOTT ELEMENTARY
კელი კუოკო THE FLIGHT ATTENDANT
სელენა გომესი ONLY MURDERS IN THE BUILDING
ჯენა ორტეგა WEDNESDAY
ჯინ სმარტი HACKS
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი კომედიურ ან მუსიკალურ სერიალში
დონალდ გლოვერი ATLANTA
ბილ ჰეიდერი BARRY
სტივ მარტინი ONLY MURDERS IN THE BUILDING
მარტინ შორთი ONLY MURDERS IN THE BUILDING
ჯერემი ალენ უაითი THE BEAR
საუკეთესო მინისერიალი
BLACK BIRD
DAHMER - MONSTER: THE JEFFREY DAHMER STORY
THE DROPOUT
PAM & TOMMY
THE WHITE LOTUS