5 წიგნი, რომელმაც ჩემი სამყარო შეცვალა
#წიგნების თარომინდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. დღეს მინდა გაგანდოთ ჩემი საყვარელი 5 წიგნი...რომელმაც...
მინდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. დღეს მინდა გაგანდოთ ჩემი საყვარელი 5 წიგნი...რომელმაც...
თვის დასაწყისში მეგან მარკლმა საბავშვო წიგნი გამოუშვა, რომელიც მზის შუქის ხილვისთანავე ბესტსელერთა სიაში მოწინავე პოზიციაზე მოხვდა. სასექსის ჰერცოგინიას გულშემატკივრებისთვის ეს წიგნი, მეგანის პირველ შემოქმედებად ითვლებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირველი წიგნი ჰერცოგინიამ, ჯერ კიდევ სკოლაში, სწავლის დროს დაწერა.
წლის მთავარი ლიტერატურული დღესასწაული თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 24-27 ივნისს თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით, შეხვედრის ტრადიციულ ადგილას „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდება.
ლიტერატურის ისტორია ქალი მწერლების დიდი რაოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, არა იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ქალებს წერის, საკუთარი თავგადასავლებისა თუ კულტურულ-მემკვიდრეობითი ისტორიების მოყოლა არ სურდათ, ან სულაც რეალობიდან გაქცევას და ახალი სამყაროს წარმოქმნას არ ლამობდნენ, არა, მათთვის ლიტერატურული სამყაროს კარი უბრალოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მკაცრად ჩაკეტილი.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ შექმნა ზღაპარი და თანამედროვე კლასიკის სანიმუშო მაგალითი გასული საუკუნის 40-იან წლებში. Le Petit Prince ფრანგულ ენაზე გამოიცა, თუმცა ასობით ენაზეა თარგმნილი და 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელს მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ციცქნა ბიჭის, პატარა უფლისწულის ისტორია, რომელიც სამყაროს ირგვლივ მოგზაურობს სიბრძნის მოსაპოვებლად, ერთ – ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია წიგნების ისტორიაში.
სასექსის ჰერცოგინია პოსტ-სამეფო რეზიუმეს ავტორობასაც ამატებს, მეგან მარკლმა სადებიუტო წიგნი დაწერა ბავშვებისთვის სახელწოდებით The Bench (სკამი). ისტორია მამისა და ვაჟის განსაკუთრებული კავშირის შესახებ მოგვითხრობს, მთხრობელის ამპლუაში კი დედა იმყოფება.
დღეს, 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭება. თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონია 17 საათზე დაიწყება და თბილისიც, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურისგან ღირსეულად გადაიბარებს.
გაეროს კეთილი ნების ელჩი და ქალების უფლებებისა და გენდერული თანასწორობისთვის დაუღალავად მებრძოლი ემა უოტსონი, ცხოვრებაშიც გრიფინდორელი გოგონაა, რომელიც გიჟდება კითხვაზე და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაზე. ლიტერატურის სიყვარულს ემა იმით ამჟღავნებს, რომ ხშირად ლონდონის ქუჩებში საყვარელ წიგნებს შეფარეულ ადგილებში მალავს, რათა ღირსეულმა მკითხველმა მას მიაგნოს.
საერთაშორისო ბუკერის პრემიის ჟიურიმ 2021 წლის 13 რჩეული ნაწარმოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა და სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ გრძელ სიაში ქართველი მწერლის, კინორეჟისორისა და სცენარისტის რომანი „მსხლების მინდორიც“ მოხვდა.
ქლოი არდელია ვოლფორდი, შემდგომში საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც ტონი მორისონი, ამერიკელი მწერალი, რედაქტორი, მასწავლებელი და ლექტორი გახლდათ პრინსტონის უნივერსიტეტში, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებით არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ თანამედროვე მსოფლიოს ლიტერატურაზე წარუშლელი კვალი დატოვა.