წიგნების თარო

„თიბისი კონცეპტი“ წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას მასპინძლობს

„თიბისი კონცეპტი“ წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას მასპინძლობს

14-15 მაისს, 13:00 - 22:00 საათის ჩათვლით, თიბისი კონცეპტი და They Said Books, რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას წარმოგვიდგენს, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგვხვდება.

„დიდი გეტსბი“ - დიდებისთვის შექმნილი ეპოქალური რომანი

„დიდი გეტსბი“ - დიდებისთვის შექმნილი ეპოქალური რომანი

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეპოქალური ნოველის გამოსვლიდან ერთი საუკუნის შემდეგ, „დიდი გეტსბი“ დეკადენტურ ფლაპერებთან, შამპანიურის შადრევნებთან, დაუსრულებელ, ხმაურიან, თავზე ხელაღებულ წვეულებებთან ასოცირდება, თუმცა ეს სწორედ ის უტრირებული ინტერპრეტაცია გახლდათ დიდებული წიგნისა, რომლითაც თავად ფიცჯერალდიც კი აღშფოთებული და განაწყენებული იყო, მისი „დიდი გეტსბის“ იდეის შესახებ ხომ რეალური წარმოდგენა თითქმის არავის ჰქონდა შექმნილი.

შარლოტა კაზირაგის რჩეული წიგნები

შარლოტა კაზირაგის რჩეული წიგნები

მონაკოს პრინცესა და გრეის კელის შვილიშვილი, შარლოტა კაზიგარი, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დახვეწილ, ელეგანტურ და გემოვნებიან მონარქთა რიცხვს მიეკუთვნება. შარლოტა ყოველთვის დიდი ყურადღებით არჩევს ბრენდებს, რომლებთანაც ის თანამშრომლობს, დღეისათვის მონაკოს პრინცესა Chanel-ის მოდის სახლის ამბასადორად გვევლინება და ამ ამპლუაში წიგნების სიყვარულსა და რჩეულ ნოველებს გაგვიმხელს.

ამერიკულმა გამომცემლობამ ნინო ხარატიშვილის ახალ რომანზე საავტორო უფლებები შეიძინა

ამერიკულმა გამომცემლობამ ნინო ხარატიშვილის ახალ რომანზე საავტორო უფლებები შეიძინა

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, მწევრალების დაპყრობას განაგრძობს და ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცლის წერასაც იწყებს. რამდენიმე საათის წინ, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერმა, გვანცა ჯობავამ სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა და გვამცნო, რომ ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობამ „ჰარპერ კოლინზმა“, ნინო ხარატიშვილის ახალი და ჯერ კიდევ გამოუცემელი რომანის The Lack of Light-ის საავტორო უფლებები შეიძინა.

ოქტომბრის საკითხავი 5 წიგნი, ცივი ღამეების გასაყვანად

ოქტომბრის საკითხავი 5 წიგნი, ცივი ღამეების გასაყვანად

შემოდგომის ცივი დღეების გადასაგორებლად, კომფორტულად მოსაკალათებლად და უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასაყვანად The Diary-ს ფილმების კოლექცია უკვე გაგიზიარეთ, დროა ოქტომბრის თვის რჩეული წიგნებიც გაგანდოთ, რომლებიც ამ თვის განმავლობაში თქვენს ერთგულ მეგობრებად იქცევიან და ჯადოსნურ მოგზაურობას მოგიწყობენ.

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ – აკრძალული წიგნების კვირეული

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ – აკრძალული წიგნების კვირეული

ღონისძიება, რომელიც წიგნების მოყვარულებმა ამ კვირის განმავლობაში არ უნდა გამოტოვონ: 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა „ინტელექტის“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით, „ლიტერატურის მუზეუმში“ „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ გაიმართება.

აუცილებლად საკითხავი 10 წიგნი აფხაზეთზე

აუცილებლად საკითხავი 10 წიგნი აფხაზეთზე

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა, ათწლეულებმა განვლო და ჩვენი ქვეყანა დღემდე რჩება უთავო მხედრად, რომელიც დანაკლისს წამითაც არ ეპუება და დაკარგული ნაწილის დაბრუნებას მთელი ძალით ცდილობს. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, ერის დაცემა და გათახსირება ხომ მაშინ იწყება, როდესაც ერი თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს, ჩვენ კი დავიწყების უფლება არ გვაქვს, არც ახლა და არც მომავალში.

5 წიგნი, რომელმაც ჩემი სამყარო შეცვალა

5 წიგნი, რომელმაც ჩემი სამყარო შეცვალა

მინდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. დღეს მინდა გაგანდოთ ჩემი საყვარელი 5 წიგნი...რომელმაც...

მეგან მარკლის პირველი წიგნი კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება

მეგან მარკლის პირველი წიგნი კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება

თვის დასაწყისში მეგან მარკლმა საბავშვო წიგნი გამოუშვა, რომელიც მზის შუქის ხილვისთანავე ბესტსელერთა სიაში მოწინავე პოზიციაზე მოხვდა. სასექსის ჰერცოგინიას გულშემატკივრებისთვის ეს წიგნი, მეგანის პირველ შემოქმედებად ითვლებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირველი წიგნი ჰერცოგინიამ, ჯერ კიდევ სკოლაში, სწავლის დროს დაწერა.

მოემზადეთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება

მოემზადეთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება

წლის მთავარი ლიტერატურული დღესასწაული თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 24-27 ივნისს თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით, შეხვედრის ტრადიციულ ადგილას „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდება.

ზევით