სიახლეები

თაღლითები და უხამსი შეთავაზებები: ემილი რატაკოვსკის პირადი ისტორია

თაღლითები და უხამსი შეთავაზებები: ემილი რატაკოვსკის პირადი ისტორია

რობინ ტრიკის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების შემდეგ, ამერიკელი სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი, ავტობიოგრაფიულ წიგნში My Body არა ერთ ცხოვრებისეულ დეტალზე გვესაუბრება, რომელიც მოდელს კარიერის ადრეულ ეტაპზე, 19 წლის ასაკში გადახდა თავს. პირველი ნაცნობები დიდ ქალაქში და გოგოები, რომლბსაც მარტივად დაუმეგობრდა, საშას ნაცნობები აღმოჩნდნენ, რომელიც მდიდარ მამაკაცებსა და ახალგაზრდა მოდელებს აკავშირებდა ერთმანეთთან.

All Too Well: ტეილორ სვიფტის მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი დეტალები

All Too Well: ტეილორ სვიფტის მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი დეტალები

ტეილორ სვიფტმა Red (Taylor’s Version) ოფიციალურად წარადგინა, ალბომი, რომელიც 2012 წელს გამოსული Red-ის რეინკარნაცია და გაუმჯობესებული ვარიანტია, ინტერნეტსივრცეს დამაჯერებლად იპყრობს. ნაცნობი სასიყვარულო ბალადების გარდა, ალბომში მომღერალმა აქამდე უცნობი სიმღერებიც წარგვიდგინა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება მაინც Rolling Stone’s-ის საუკეთესო სიმღერების მოწინავე პოზიციაზე მყოფმა სინგლმა All Too Well (Taylor’s Version), დაიმსახურა.

სად არიან ტყუპი ოლსენები? მერი ქეითის და ეშლის გასაიდუმლოებული ცხოვრება

სად არიან ტყუპი ოლსენები? მერი ქეითის და ეშლის გასაიდუმლოებული ცხოვრება

მანამ, სანამ Avengers-ის მოყვარულები ელიზაბეტ ოლსენს ვანდა მაქსიმოვის როლით შეიყვარებდნენ, მილენიალები ჯერ კიდევ მის უფროს დებს - ტყუპ ოლსენებს მივტიროდით. მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები, რომელთა კარიერაც 7 თვის ასაკში, ცნობილი სიტკომით - Full House დაიწყო, ეკრანებს თინეიჯერობის ასაკში ჩამოშორდნენ და საკუთარი ძალები მოდის ინდუსტრიისკენ მიმართეს.

#ModernDayCinderella - ბრიტანი ქსავიერის საოცარი ისტორია

#ModernDayCinderella - ბრიტანი ქსავიერის საოცარი ისტორია

ამჯერად ჩვენი Cinderella ამერიკელი Fashion ბლოგერი - ბრიტანი ქსავიერია. ლამაზმანს Tik-Tok-ზე 4.3 მილიონი, ხოლო Instagram-ზე 1.7 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ახალგაზრდა დედა ინტერნეტ მომხმარებელმა მოდის ბლოგების საშუალებით გაიცნო, სადაც ის Fashion Look-ების შექმნას ბიუჯეტურად გვასწავლიდა.

IT GIRL: ჯიჯი ჰადიდის ყვავილებიანი თეთრი კოსტუმი

IT GIRL: ჯიჯი ჰადიდის ყვავილებიანი თეთრი კოსტუმი

სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი ამერიკული შოუს Project Runway-ს მიწვეული სტუმრის ამპლუაში მოგვევლინა. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯიჯიმ შოუში ჟიურის მოვალეობა მოირგო და დამწყები დიზაინერების კონკურსში, რომელშიც ყველაზე ნიჭიერი და კრეატიული დიზაინერები იღებენ მონაწილეობას, მათი შეფასება დაევალა.

ბელა ჰადიდის გულწრფელი აღიარება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

ბელა ჰადიდის გულწრფელი აღიარება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

„სოციალური მედია რეალურ არ არის“ - შეხსენება ბელა ჰადიდისგან 47 მილიონ გამომწერს, ამერიკელი სუპერმოდელისგან, რომლის ცხოვრებაც ახდენილ ოცნებას ჰგავს, თუმცა ბელა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯება და ამაზე საუბარს მილიონობით გამომწერის თვალწინაც არ უშინდება.

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებულია

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებულია

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს „წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის“ გამარჯვებული გახდა, დემნამ ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 4 წლის მანძილზე მეორედ დაიმსახურა

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა

გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი და აქტივისტი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა, მალალას რჩეული ასერ მალიკია. წყვილმა ბირმინგემში, ტრადიციულ ისლამურ ცერემონიაზე, ოჯახის წევრების გარემოცვაში იქორწინა. სიახლე მალალამ მილიონობით გამომწერს Twitter-ის მეშვეობით გაუზიარა და ამცნო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

მეამა TBC-სა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - „ქართული ქსოვილი“ შეუერთდა

მეამა TBC-სა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - „ქართული ქსოვილი“ შეუერთდა

თიბისისა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივ პროექტს „ქართული ქსოვილი“, მეამა შეუერთდა. ბრენდები, გაერთიანებული ძალებით, ტრადიციულ ქართულ მოტივებზე ახალ და საინტერესო პროდუქციას შექმნიან. ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას.

ქართველი მოდელი ანდრია მაჭარაშვილი FILA-ს სარეკლამო კამპანიაში

ქართველი მოდელი ანდრია მაჭარაშვილი FILA-ს სარეკლამო კამპანიაში

მსოფლიო სამოდელო ასპარეზზე ქართველი მოდელი გოგოების გარდა, რომლებიც უცხოურმა ბრენდებმა და მოდი სახლებმა შეიყვარეს და ჩვენებებსა და სარეკლამო კამპანიებში ისევ და ისევ იწვევენ, ბიჭებიც აქტიურად მიიკვლევენ გზას. დღეს, Look Modéls Managemént-ის ოფიციალურ გვერდზე სიახლე გავრცელდა იმის შესახებ, რომ ქართველი მოდელი ანდრია მაჭარაშვილი FILA-ს კამპანიაში გამოჩნდა.

ზევით