კულტურა

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

რესტორანში „ამრა“ სოხუმის გამორჩეული მულტიკულტურული და მულტინაციონალური ხალხი იყრიდა თავს. პოეტები, მხატვრები და არამხოლოდ, მიირთმევდნენ ყავას, გაცვლიდნენ იდეებს და სოხუმის ბულვარში კამათელსაც გააგორებდნენ, „დუ-შაში“. სოხუმი იყო ურთიერთობები - ასე იტყვიან ხოლმე, „ამრა“ კი, ადგილი, სადაც ეს ურთიერთობები ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. „ამრას“ მდებარეობაც ხელსაყრელი იყო შემოქმედებითი ურთიერთობებისთვის. აქედან ქალაქი ხელისგულზე მოჩანდა და ირგვლივ ზღვა და ზღვაში მიმოფანტული ხომალდები და აფრიანი ნავები.

„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა

„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა

ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ საერთაშორისო კინოფესტივალებზე მწვერვალების დპყრობას განაგრძობს, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართულს ფილმს ჩიკაგოს 57-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის ვერცხლის ჰიუგო გადაეცა.

თბილისში მოდის კინოფესტივალი გაიმართება #FFFT

თბილისში მოდის კინოფესტივალი გაიმართება #FFFT

29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, პირველად საქართველოში და სამხრეთ ამიერკავკასიაში, მოდის კინოფესტივალი, სახელწოდებით Sorry for all the wrong tales I have told ჩატარდება. მასშტაბური და ნოვატორული პროექტი საქართველოში JAMPROJECT-ის თაოსნობით ხორციელდება

10 რჩეული ლიმიტირებული სერიალი უქმეების საინტერესოდ გასატარებლად

10 რჩეული ლიმიტირებული სერიალი უქმეების საინტერესოდ გასატარებლად

დღეს პარასკევია და წინ დიდხანს ნანატრი უქმეები გველის, მართალია, ბუნება ჯერ კიდევ მშვენიერ შანსს გვაძლევს ბუნებაში გავისეინოთ და შემოდგომის ათასფერი ელფერით დავტკბეთ, თუმცა თუ ამ შაბათ-კვირის გატარებას სახლში ლეპტოპისა თუ პლანშეტის წინ გეგმავთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ერთი ამოსუნთქვით სანახავი ლიმიტირებული სერიალები, რომლებიც ნამდვილად გაგიფერადებენ უქმეებს.

საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ - ის, რაც პატარებს არ უნდა გამოაპაროთ

საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ - ის, რაც პატარებს არ უნდა გამოაპაროთ

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ დაარსდა. პრემიაზე განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრამდე გასტანს.

Kill Bill 3 თუ კომედიური ვესტერნი - რას გვიმზადებს კვენტინ ტარანტინო?

Kill Bill 3 თუ კომედიური ვესტერნი - რას გვიმზადებს კვენტინ ტარანტინო?

რომში, ცნობილ კინოფესტივალ Rome Film Festival-ზე, ამერიკელმა რეჟისორმა და სცენარისტმა კვენტინ ტარანრინომ ლეგენდარული ჯილდო თავად დიეგო არგენტოსგან დაიმსახურა და ბუნებრივია პრესასთან საუბრისას ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს გასცა პასუხი მის მომავალ, მე-10 ფილმზე.

ამერიკულმა გამომცემლობამ ნინო ხარატიშვილის ახალ რომანზე საავტორო უფლებები შეიძინა

ამერიკულმა გამომცემლობამ ნინო ხარატიშვილის ახალ რომანზე საავტორო უფლებები შეიძინა

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, მწევრალების დაპყრობას განაგრძობს და ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცლის წერასაც იწყებს. რამდენიმე საათის წინ, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერმა, გვანცა ჯობავამ სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა და გვამცნო, რომ ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობამ „ჰარპერ კოლინზმა“, ნინო ხარატიშვილის ახალი და ჯერ კიდევ გამოუცემელი რომანის The Lack of Light-ის საავტორო უფლებები შეიძინა.

ელიზაბეტ დებიკის საოცარი გარდასახვა The Crown-ის გადასაღებ მოედანზე

ელიზაბეტ დებიკის საოცარი გარდასახვა The Crown-ის გადასაღებ მოედანზე

კარგად დააკვირდით ფოტოსურათს, ისევ ფიქრობთ, რომ მასზე პრინცესა დიანას ხედავთ? The Crown-ის გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ ახალს სურათზე, მსახიობი ელიზაბეტ დებიკი ნამდვილად გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გარდაცვლილ უელსის პრინცესას და უნდა ვაღიაროთ, რომ არა ერთი ეკრანიზაციის, დადგმისა თუ სერიალის ხილვის შემდეგ, ჯერ არავინ დამსგავსებია პრინცესა დიანას ასე ძალიან.

ფოტომატიანე - სვეტიცხოველი საუკუნეების წინ

ფოტომატიანე - სვეტიცხოველი საუკუნეების წინ

30 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, მცხეთობის დღესასწაულიც აღადგინა. 14 ოქტომბერი მთელ საქართველოში დასვენების დღედაა გამოცხადებული, ამ დღეს მართმადიდბლური ეკლესია სვეტიცხოვლობას საქართველოს მთავარ საპატრიარქო ტაძარში აღნიშნავს.

Disney-მ „მარტო სახლშის“ ახალი ვერსიის ტრელერი გაგვიზიარა

Disney-მ „მარტო სახლშის“ ახალი ვერსიის ტრელერი გაგვიზიარა

ახალი წლის დადგომამდე 79 დღე დადგა, გარეთ +20 გრადუსია და მზეც უხვად ანათებს, თუმცა ახალი საშობაო ფილმის გამოჩენით მაინც აღფრთოვანებულები ვართ, იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს ფილმი ყველასათვის საყვარელი „მარტო სახლშის“ რებუთია.

ზევით