მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს
#კინობიოგრაფიული ფილმი მაიკლ ჯექსონის პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მზადების პროცესშია, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპის მეფის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჯექსონის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს. ფილმის, სახელწოდებით Michael-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის კი დამადვილებით ვიცით, რომ მან დიდი აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია.