ოსკარის მომტანი სარეჟისორო დებიუტის, Promising Young Woman-ის, შემდეგ, ემერალდ ფენელი ტრიუმფალურად ბრუნდება. Saltburn-ის მსოფლიო პრემიერა, როზმუნდ პაიკის, ჯეიკობ ელორდისა და ბარი კეოგანის მონაწილეობით, 2023 BFI London Film Festival-ზეა ჩანიშნული, ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვის ფონზე, ბრიტანული კინემატოგრაფიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ფილმის პრემიერა იქნება.
ფილმის სინოფსისის თანახმად, Saltburn გვიყვება ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტის ოლივერ კუიკის (კეოგანი) შესახებ, რომელიც „აღმოაჩენს როგორ იძირება მომხიბვლელი არისტოკრატის ფელიქს კატონის (ელორდი) სამყაროში, რომელიც მას სოლტბურნში, ექსცენტრული ოჯახის უზარმაზარ მამულში ეპატიჟება, ზაფხულის გასატარებლად, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს".
Saltburn-ის სცენარის ავტორად და პროდიუსერად ემერალდ ფენელი გვევლინება, თუმცა ფილმის თანაპროდიუსერები მარგო რობი და ჯოსი მაკნამარა არიან.
„ჩემთვის პატივია, რომ ჩვენს ფილმს შეუძლია გახსნას წლევანდელი BFI ლონდონის კინოფესტივალი. ეს არის ფესტივალი, რომელიც ყოველთვის შთამაგონებდა გაზრდის პერიოდში, ფესტივალი, რომელსაც აღფრთოვანებული ვადევნებდი თვალს ჩემი საძინებლიდან, ლონდონის მეორე მხარეს" - თქვა ფენელმა.
Saltburn კინოთეატრებში 24 ნოემბრიდან გამოჩნდება, მანამდე კი გიტოვებთ ფილმის პირველ ოფიციალურ ტრეილერს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალგაზრდა მსახიობების ნიჭიერებას და ფენელის მისტიკურობის ნაზავს მივადევნოთ თვალი.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.