თბილისში ხელნაკეთი თოჯინები გამოჩნდნენ
#კულტურათბილიში თოჯინების საგამოფენო სივრცე გაიხსნა. მინიზეუმში შეხვდებით ნაცნობ და უცნობ სახეებს შოთა რუსთაველით დაწყებული, დონ კიხოტით დასრულებული.
თბილიში თოჯინების საგამოფენო სივრცე გაიხსნა. მინიზეუმში შეხვდებით ნაცნობ და უცნობ სახეებს შოთა რუსთაველით დაწყებული, დონ კიხოტით დასრულებული.
„ჯენტლმენები“ ეკრანზე სერიალის სახით ბრუნდება. გაი რიჩიმ 2019 წელს კინო გაქირავებაში ერთ-ერთი გამორჩეული კრიმინალური სურათი ჩაუშვა. ამჯერად, რეჟისორი ადასტურებს, რომ ამავე სახელწოდების სერიალში, მოქმედება ფილმის სამყაროში ხდება, თუმცა ფილმის გმირები ეკრანებზე არ გვხვდებიან.
Disney+-ის ვებგვერდზე კარლ ლაგერფელდის ცხოვრებაზე გადაღებული სერიალის ტრეილერი გავრცელდა. სერიალი გვამოგზაურებს 1970-იანი წლების პარიზში, მონაკოში თუ რომში და კარლის გლამურულ, გრანდიოზულ წვეულებებსა და დამანგრეველ ვნებებს შორის მიმდინარე ცხოვრებას აცოცხლებს.
1963 წლის ზაფხულში ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასულმა ფრენცისმა თავისი ცხოვრების ორი სიყვარული, ჯონი და ცეკვა იპოვნა. Dirty Dancing-ის საკულტო წყვილის ბეიბისა და ჯონის ისტორიას თან გასდევს ერიკ კარმენის სიმღერა “Hungry Eyes”. გუშინ მუსიკის კაშკაშა ვარსკვლავი, 74 წლის ასაკში ჩაქვრა და ერთგული მსმენელი გულნატკენი დაგვტოვა.
მსტისლავ ჩერნოვის ფილმმა “20 დღე მარიუპოლში”, რომელშიც ასახულია რუსეთის მარიუპოლში შეჭრის, საპორტო ქალაქის ალყაში მოქცევისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის კადრები, ოსკარის 96-ე დაჯილდოებაზე კინოაკადემიის ჯილდო მიიღო.
ნიჭიერი და მოხელთებული მისტერ რიპლის ისტორიას ნეტფლიქსი ახალ მედიუმში, ტელესერიალში გააცოცხლებს. ვარსკვლავური სამეული კი ასე გამოიყურება: ენდრიუ სკოტი ტომ რიპლის პერსონაჟს განასახიერებს, დაკოტა ფენინგი მერჯი შერვუდის როლს მოირგებს, ხოლო ახალბედა ბრიტანელი მსახიობი, ჯონ ფლინი ახალგაზრდა მილიონერის და რიპლის სამიზნის, დიკი გრინლიფის როლში მოგვევლინება.
ალმადოვარი პერსონაჟებს წარმოგვიდგენს ყველაზე განსხვავებულად, არა კაცის თვალით დანახულ ან კაცების გარშემო, ერთგვარ პერიფერიებში მცხოვრებ ქალებს. იგი არ უგულებელყოფს ქალების პრობლემებს და ფილმში “What have I done to deserve this” წარმოგვიდგენს მატრიარქალურ საზოგადოებაში მცხოვრებ, დიასახლისობისგან დაღლილ ქალს. მთავარი ის პერსპექტივაა, რომლითაც ალმადოვარი ამ ქალებს გვისახავს: როგორც მთავარ პერსონაჟებს მათთვის მეტად რთულ სამყაროში.
ვიზეიმოთ ქალების მნიშვნელოვანი მიღწევები, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ გენდერულად თანასწორი, სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამყაროსკენ, რომელიც მრავალფეროვანი, სამართლიანი და ინკლუზიურია. The Diary ამჯერად იმ ქალების ინსპირაციით შექმნილ ქუჩის მხატვრობას წარმოგიდგენთ, რომლებმაც დღევანდელი რეალობა შექმნეს.
პარიზის მოდის კვირეული შანელის ჩვენებით დაიხურა, ხოლო უშუალოდ შოუ ბრეტ პიტისა და პენელოპა კრუზის მონაწილეობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაიხსნა.
იკეას მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს გარშემო ადამიანების 48% თვლის, რომ მედიაში მათი ოჯახური ყოფა არასაკმარისადაა წარმოდგენილი. პროექტის მიზანს სწორედ ამ ფაქტის გამოსწორება და რიგითი ადამიანების ოჯახურ ცხოვრებაზე ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.