13 ვარ - საკუთარი სახლის ვერანდაზე დაწყებული სტარტაპი
საკუთარი ვერანდისთვის და სახლის მისაღები კარისთვის შექმნილი დეკორაციები ორი მეგობრის ახალი სტარტაპის დასაბამი გახდა. თათა ცირდავა და საკო კოჭლამაზიშვილი ბავშვობის მეგობრები და The Diary-ის კვირის GOGO!-ები არიან. საკო გრაფიკული დიზაინერია, თათა კი 10 წელიწადზე მეტია გაყიდვების სფეროში მოღვაწეობს. გოგოების საინტერესო ტანდემმა ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორის ახალი ბრენდი - 13 ვარ გააჩინა.