ნინიკო ის გოგოა, პროექტებს გეგმავს და ჭერში აწყობს - ყოველ შემთხვევაში სხვები ასე ეუბნებიან.
თვითონ ჰგონია, რომ ის გოგოა, რომელსაც გეგმა არასდროს ჰქონია.
არც ორგანიზაციის შექმნა დაუგეგმავს და არც იმაზე უფიქრია, როგორია იყო მენეჯერი - თან კარგი... ამ სფეროში და ამ პოზიციაზე (დემოკრატიის ლაბორატორიის დირექტორი) კიდევ იმიტომ მოხვდა, რომ მოსწონდა ახალი რამეების გაგება, სხვადახსვა სფეროში საკუთარი თავის მოსინჯვა და თვალსაწიერის გაფართოება.
რას აკეთებს?
ამ კითხვაზე ერთი, ძალიან ლაკონიური პასუხი აქვს - ცხოვრობს. საქმე კიდევ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მუშაობა 17 წლისამ დაიწყო და მას მერე არ გაჩერებულა. იყო მკვლევარი, ჟურნალისტი, გრაფიკული დიზაინერი, პროექტების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გაყიდვების მენეჯერიც კი.
შუალედებში ხატავდა, მღეროდა და ფოტოებს იღებდა ბაბუამისის "ზენიტით".
ამბობს, რომ ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მიიყვანა კომუნიკაციებამდე, იმ აზრამდე, რომ ნებისმიერ პროდუქტს, სჭირდება სწორ აუდიტორიამდე, სწორ დროს, სწორი ფორმით მიტანა. დემლაბშიც ზუსტად ამას აკეთებს - უფრო სწორად, ერთად აკეთებენ.
ამ წუთას ნინიკოს ორგანიზაციაში 15 ადამიანია, რომელებიც ხედავენ ქვეყანაში არსებულ აქტუალურ გამოწვევებს და უპირისპირებენ კომუნიკაციის ხან კლასიკურ და ხანაც ექსპერიმენტულ ხერხებს.
რას აპირებს?
რაც აქამდე არ დაუგეგმავს, ახლა აანაზღაურა. უაახლოესი 5 წლის განმავლობაში შესასრულებელი, ყველა გეგმა ერთ გრანდიოზულ, საყოველთაო მიღწევაში, საზოგადოების (ან სულაც სამყაროს) გაუმჯობესებაში საკუთარი მცირე წვლილის შეტანას ემსახურება.
გეგმებში შედის და ზაფხულამდე უნდა და-LAUNCH-ოს:
• ციფრული პლატფორმა, მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის;
• აპლიკაცია დეზინფორმაციასა და Fake News-თან დასაპირისპირებლად;
• გამოცდილების გაზიარების კურსი გოგონების ეკონომიკური გაძლიერებისთვის;
• ღია სივრცე სადაც შეიგიძლია იმუშაო, იფიქრო და, რა თქმა უნდა, დაისვენო.
როდესაც დიზაინში სიმარტივე და ხარისხი ერთიანდება, იქ ჩნდება სტილი, რომელიც დროსა და ტრენდებს უძლებს – სწორედ ეს გახლავთ ქართული ბრენდის „მინიმალისტი“ ფილოსოფია. „მინიმალისტი“ უკვე ექვსი წელია, რაც სადა, დახვეწილ და ხარისხიან ფეხსაცმელებსა და ჩანთებს გვთავაზობს.
GOGO! რუბრიკაში ელენე კუხალაშვილს გაგაცნობთ – მეღვინე გოგოს, რომელიც ცქრიალა ღვინის ბრენდს ქმნის. ჩვენთან ინტერვიუში ელენე გვიყვება, როგორ დაიბადა Verve-ს იდეა, რა ფილოსოფია უდევს საფუძვლად ბრენდს და რას ნიშნავს იყო ქალი მეღვინე თანამედროვე საქართველოში.
The Diary-ს გუნდი ქართველი გოგოს კიდევ ერთ წარმატებულ ბრენდს გაგაცნობთ. ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Kawalsky დახვეწილ და მინიმალისტურ დიზაინს გვთავაზობს – იქნება ეს სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ჩანთები თუ სამოსი.