მზე, ზღვა და H&M-ის საცურაო კოსტიუმები
#მოდაH&M-ის 2022 წლის კოლექცია დამზადებულია მდგრადი მასალებისგან, საცურაო კოსტიუმების შემადგენლობაში აღმოაჩენთ გადამუშავებულ პოლიესტერს, გადამუშავებულ პოლიამიდსა და გადამუშავებულ ელასტინს. ბოლო რამდენიმე წელია, H&M-ს აქტიურად ვხედავთ მდგრადი მოდის სადარაჯოზე მდგარს, ბრენდმა მიზნად 2030 წლისთვის 100% მდგრადი და გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი კოლექციების გამოშვება დაისახა და ამ მიზნისკენ ყოველწლიურად თავდაჯერებულად მიიწევს.