მატილდა გვარლიანი: პირველი ქართველი მოდელი CHANEL-ის ჩვენებაზე
#მოდამატილდა გვარლიანი - პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Chanel-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე წუთის წინ, პარიზის მოდის კვირეულზე, კარლ ლაგერფელდის მემკვიდრემ, ვირჯინია ვიარდიმ 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა, გრანდიოზულ შოუში მონაწილეობის პატივი კი 19 წლის მატილდა გვარლიანსაც ხვდა წილად.