AKA NANITA FW 2021: ქალური სილამაზის, სინაზისა და ძლიერების ტანდემი #MBFW
#MBFW TBILISIმერსედეს-ბენც ციფრული მოდის კვირეულის უკანასკნელი დღეც მოახლოვდა, დღის განრიგში ოთხი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დიზაინერი იყო წარმოდგენილი, სწორედ ამიტომ ამ ჩვენებების ხილვის მოლოდინი თავიდანვე მაღალი იყო. დღევანდელი ციფრული ჩვენებების გახსნის პატივი აკა ნანიტაშვილის ბრენდ AKA NANITA-ერგო.