ნათია თოდუა JAZZTAGE DRESDEN 2026-ის სახე გახდა
ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის მთავარ ვიზუალურ სახედ აირჩიეს. 11 ოქტომბერს ქართველი მომღერალი პროგრამას „From Georgia with Soul“ წარადგენს.
MACH&MACH-ის ხსენებისას მეხსიერებაში ამოტივტივებული მბრწყინავი ფეხსაცმელები და კაშკაშა ჩანთები, უდავოდ, დები გვანცა და ნინა მაჭარაშვილების ხელწერაა, თუმცა, MACH&MACH მხოლოდ თვალისმომჭრელი აქსესუარების, კაბებისა და ფეხსაცმელების ბრენდი აღარაა, მისი გოგო ბევრად გაზრდილი და ჩამოყალიბებულია და ამაში თქვენც დაგარწმუნებთ.

მახსოვს, წლების წინ MACH&MACH-ის ჩემთვის პირველ ჩვენებას რომ დავესწარი როგორი აღფრთოვანებით შევყურებდი ზღაპრულ სილუეტებს, რომლებსაც მნახველის ერთიანად მონუსხვის უნარი გააჩნდათ, სიმართლე გითხრათ, ბრენდის ხსენებისას ახლაც ეს ემოცია აღიძრება ჩემში, თუმცა, მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ციფრული ჩვენების ხილვის შემდეგ, ვხვდები, რომ MACH&MACH ახლა უფრო თავდაჯერებული და ამაყია, ვიდრე მაშინ.

MACH&MACH-ის მბზინავი ესთეტიკა კვლავაც ცოცხალია და ის ქალური და მასკულინური სტილის სინთეზში საპატიო ადგილს იკავებს

მართალია, პოდიუმზე ერთი მეორის მიყოლებით ვიხილეთ ბრენდის სავიზიტო ბარათად ქცეული სამოსი და აქსესუარები, თუმცა მათ გვერდით აუცილებლად აღმოაჩენდით შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის იდეალურ ფირუზისფერ მოსაცმელს, კლასიკურ ლურჯსა თუ მალინისფერ პალტოს, თვალშისაცემ ორეულებსა და პირადად ჩემს რჩეულ - გრძელ შავ კაბას გვერდზე ოვალური ჭრილითა და მბზინავი თვლებით.