ქუჩის სტილი პარიზის მოდის კვირეულიდან

ქუჩის სტილი პარიზის მოდის კვირეულიდან

ნიუ-იორკის, ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ ჯერი პარიზში მიმდინარე მოდურ ციებ-ცხელებამდე მივიდა. მაღალი მოდის სახლების და მათ შორის ქართული ბრენდ SITUATIONIST-ის 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ხილვის გარდა, მოვლენათა ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, პარიზული ქუჩის სტილი გახლდათ, რომლის აღსაბეჭდად ფოტოგრაფები ძალებს არ იშურებდნენ და საოცარი სისწრაფით გვიზიარებდნენ, ყველაზე გემოვნებიან, ორიგინალურსა და ზოგჯერ ეპატაჟურ ჩაცმულობებს მოდის დედაქალაქიდან.

გაბრიელა დე ჟივანში Haute Couture კაბით კაპრის ნაპირზე დაქორწინდა

გაბრიელა დე ჟივანში Haute Couture კაბით კაპრის ნაპირზე დაქორწინდა

Givenchy-ს ოჯახის მემკვიდრე, იუბერ დე ჟივანშის შვილთაშვილი, მოდის სახლის მსოფლიო ელჩი, მოდის რედაქტორი და ახლა უკვე სამკაულების შემქმნელი გაბრიელა დე ჟივანში დაქორწინდა, მისი რჩეული უგო დე მალმანია. წყვილი ჯერ კიდევ 2019 წელს დაინიშნა, თუმცა მსოფლიო პანდემიის ფონზე დიდი დღის ზეიმი ორჯერ გადადო. ახლა გაბრიელას და უგოს შესაძლებლობა მიეცათ დიდი ხნის ნანატრი დღე რეალობად ექციათ და ერთმანეთისთვის დაუვიწყარი წუთები ეჩუქებინათ.

SENSELF - ანი ფხაკაძის და გვანცა სალაყაიას  ბრენდი, რომელიც Beauty სამყაროს შეაზანზარებს

SENSELF - ანი ფხაკაძის და გვანცა სალაყაიას ბრენდი, რომელიც Beauty სამყაროს შეაზანზარებს

ბიზნესმენების ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ლამაზმანის წარმატებული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არც არასდროს იდგა, თუმცა ანი ფხაკაძის ცხოვრებაში იმაზე გასაოცარი სიახლეა, ვიდრე წარმოვიდგენდით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ანი საკუთარ ბრენდამდე მიიყვანა, რომელიც დიდი ხნის მეგობართან - დიზაინერ გვანცა სალაყაიასთან ერთად, ორ წლიანი კვლევების, სამზადისისა და შრომის შემდეგ შექმნა. ამჯერად The Diary საოცარი SENSELF-ის შესახებ გიამბობთ.

ოქტომბრის საკითხავი 5 წიგნი, ცივი ღამეების გასაყვანად

ოქტომბრის საკითხავი 5 წიგნი, ცივი ღამეების გასაყვანად

შემოდგომის ცივი დღეების გადასაგორებლად, კომფორტულად მოსაკალათებლად და უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასაყვანად The Diary-ს ფილმების კოლექცია უკვე გაგიზიარეთ, დროა ოქტომბრის თვის რჩეული წიგნებიც გაგანდოთ, რომლებიც ამ თვის განმავლობაში თქვენს ერთგულ მეგობრებად იქცევიან და ჯადოსნურ მოგზაურობას მოგიწყობენ.

დეტალებში ჩამალული სილამაზე  - ოდა თბილისს

დეტალებში ჩამალული სილამაზე - ოდა თბილისს

იმ წამს, როდესაც გაიფიქრებ, რომ თბილისის თითოეულ კუთხე-კუნჭულს იცნობ, ეს ქალაქის შენს გაოცებას, აღტაცებას და გაბედნიერებას აუცილებლად მოახერხებს. თბილისის თითოეული ქუჩა და სახლი ხომ მონუმენტური მნიშვნელობისაა, ისინი იმაზე მეტს იტევენ საკუთარ კედლებში, სადარბაზოებსა და ფასადებში, რამდენიც შესაძლოა არც მოსმენილი და არც წარმოდგენილი არ გვქონდეს.

ქეით მიდლტონი ირჩევს ZARA-ს - ჰერცოგინიას ბიუჯეტური რჩეული

ქეით მიდლტონი ირჩევს ZARA-ს - ჰერცოგინიას ბიუჯეტური რჩეული

კემბრიჯის ჰერცოგინია სამეფო მოვალეობების შესრულებას განაგრძობს, ირლანდიაში ვიზიტის შემდეგ, ქეით მიდლტონი University College London’s Centre-ს ესტუმრა, რათა ბავშვთა უნივერსიტეტის უახლესი კვლევები გაეცნო, რომელიც ბავშვების ადრეული ასაკის განვითარებას უკავშირდება.

ნინა დობრევის 1920-იანი წლების სახლი ესპანური სტილის შთაგონებით

ნინა დობრევის 1920-იანი წლების სახლი ესპანური სტილის შთაგონებით

არქიტექტურის, დიზაინისა და დეკორის უმსხვილესი გამოცემის Architectural Digest-თვის, ბულგარელი მსახიობის - ნინა დობრევის სახლის კარი გაიღო. გამოცემას და მის მკითხველებს საშუალება მიეცათ ნინას 1920-იან წლებში აშენებული, ესპანური სტილით შთაგონებული ჰოლივუდური სახლი ეხილათ.

ფრენსის ჰაუგენი Facebook-ზე: „კომპანია უპირატესობას მოგებას ანიჭებს და არა უსაფრთხოებას“

ფრენსის ჰაუგენი Facebook-ზე: „კომპანია უპირატესობას მოგებას ანიჭებს და არა უსაფრთხოებას“

დასავლურმა გამოცემებმა Facebook-ის მასშტაბური კრიზისი, კომპანიის ყოფილი პროდუქტების მენეჯერის ფრენსის ჰაუგენის ბრალდებებს და „60 წუთთან“ მიცემულ ინტერვიუს დაუკავშირა, რომელშიც ფრენსისი Facebook-ს მომხმარებლების უსაფრთხოების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

ტარგარიანები ბრუნდებიან - House of the Dragon-ის პირველი თიზერი აქ არის

ტარგარიანები ბრუნდებიან - House of the Dragon-ის პირველი თიზერი აქ არის

Game of Thrones-ის პრიქუელის, House of the Dragon-ის პირველი თიზერის ხილვა უკვე შესაძლებელია - HBO Max-მა სამყაროს ლეგენდარული სერიალის "გაგრძელება" წარუდგინა, მოემზადეთ, შესაძლოა ნოსტალგიამ შემოგიტიოთ.

ჯონ გალიანოს ფილმი Maison Margiela-თვის - ოდა ახალგაზრდებს

ჯონ გალიანოს ფილმი Maison Margiela-თვის - ოდა ახალგაზრდებს

მოდის სახლმა Maison Margiela-მ და მისმა კრეატიულმა დირექტორმა ჯონ გალიანომ, 2022 წლის გაზაფხულის კოლექცია, ამჯერადაც ფილმის სახით წარადგინეს და ის იმ ახალგაზრდებს მიუძღვნეს, რომლებმაც პანდემია გადაიტანეს. დიზაინერისა და რეჟისორ ოლივ დანის ტანდემი შედგა და პარიზის მოდის კვირეულზე Maison Margiela-ს ახალი კოლექციის ჩვენება უჩვეულო, თუმცა ორიგინალური გზით გაიმართა.

ზევით