თბილისში ახალი სილამაზის სივრცე გაიხსნა
თბილისში ახალი ბიუთი სივრცე Beauty Studio by Kani გაიხსნა. ამ სივრცეში თავის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.
კემბრიჯის ჰერცოგინია სამეფო მოვალეობების შესრულებას განაგრძობს, ირლანდიაში ვიზიტის შემდეგ, ქეით მიდლტონი University College London’s Centre-ს ესტუმრა, რათა ბავშვთა უნივერსიტეტის უახლესი კვლევები გაეცნო, რომელიც ბავშვების ადრეული ასაკის განვითარებას უკავშირდება.
ქეით მიდლტონმა გამოჩენისთვის შავ-თეთრ პრინტიანი კაბა შეარჩია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები Zara-ს კატალოგიდან გახლავთ, კუბოკრულ კაბას კემბრიჯის ჰერცოგინიამ Hugo Boss-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეუხამა. ჩაცმულობა ქეითმა მინიმალური სამკაულებით გაამდიდრა.
ქეითმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ელეგანტური ლუქის აწყობა ბიუჯეტური სამოსითაც შესაძლებელია.
მართალია, ქეით მიდლტონის რჩეული Zara-ს კაბა ამ დროისთვის ონლაინ საიტებზე ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა მსგავსი სტილის სხვადასხვა საბაზრო ღირებულებაში შემოთავაზება ნამდვილად შეგვიძლია:
ZARA - SHORT GINGHAM CHECK DRESS
Alice + Olivia Lucette Plaid Belted Mini-Dress
Mango - Belt printed dress