ყველაფერი, რაც Wednesday-ს მე-2 სეზონის შესახებ ვიცით
#კინოWednesday-ს მეგა პოპულარული დებიუტის შემდეგ, ალბათ მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, როდესაც Netflix-მა ტიმ ბარტონის სერიალის მეორე სეზონიც დაგვიანონსა. გამოსვლიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში სერიალმა უკვე დააგროვა 1 მილიარდზე მეტი ნახვის საათი, Wednesday-ს მთავარი როლის შემსრულებელმა ჯენა ორტეგამ კი ნომინაციები მოიპოვა როგორც ოქროს გლობუსზე, ასევე კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე.