„თითოეულ პროექტში ვხედავ სივრცის პოეტიკის გამოვლენის შესაძლებლობას: სინათლის, მასალებისა და ცირკულაციის მეშვეობით“, - ამბობს არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ოლივია მასიმი. 2012 წელს პარიზში დაფუძნებული სააგენტოს დაარსების შემდეგ, ოლივიამ შექმნა მრავალი დახვეწილი, ელეგანტური ინტერიერი თავისი გამორჩეული სიფრთხილითა და დაკვირვებული თვალით.
ოქროსფერი დეტალები ბინას ელეგანტურობას სძენს, დიდი სარკეები კი სივრცის გასაფართოებლადაა შერჩეული
პარიზის მე-7 ოლქის ელეგანტურ უბანში, ოლივიამ დააპროექტა ბინა, რომელსაც აქვს როგორც დახვეწილობის, ასევე განსაკუთრებული სითბოს განცდა.
ოლივიას სიტყვებით, „ბინის სტილი თამაშობს ჰაუსმანის ბურჟუაზიულ კოდებთან და თანამედროვე ხაზებთან“.
ნეიტრალური ტონებით სავსე მისაღები ოთახი იპყრობს თვალს დიდი ზომის თაღოვანი ფანჯრებისკენ, რომლებიც ბუნებრივი შუქით ავსებს ოთახს
პროექტის მიზანი იყო, ნამუშევარი დასრულებული ნამუშევარი ყოფილიყო რაც შეიშლება გამომხატველობითი, ამან აიძულა ოლივია ემუშავა რბილი ფერების პალიტრაზე, რომელიც აქცენტს აკეთებს წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებზე. ბინის ინტერიერის გადაკეთებისას ოლივიამ შეცვალა განლაგება (სასადილო გახდა სამზარეულო), გადააკეთა ვიტრაჟები და მუშაობდა ოჯახური, მაგრამ მომხიბვლელი ატმოსფეროს შექმნაზე.
საბოლოო შედეგის ხილვა და მცირე შთაგონების მიღება იან დერეტის ფოტოებში შეგვიძლია.
სამზარეულო, რომელიც ცენტრალური კუნძულის გარშემოა მოქცეული, კაკალს, მარმარილოს და ლითონს აერთიანებს. მაღალი შუშის კარი პირდაპირ სივრცეში იხსნება.ახლო ხედვა დეტალებზე, რომლებიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სივრცეშითავდაპირველად სამზარეულო იყო სასადილო ოთახი, მაგრამ ოლივიამ გადაწყვიტა, რომ ეს ახალი განლაგება ყველაზე გონივრული იყო მისი კლიენტებისთვისსააბაზანოში თეთრი ფერის მრავალჯერადი გამოყენება, სივრცეს მშვიდ ოაზისად აქცევსსამზარეულოს ვიტრაჟები ახლო ხედით,ისინი Absoluverre Vitraux-ის სახელოსნოს დახმარებით გადაკეთდა
ფრანგული სილამაზის ბრენდი Dessange Paris უკვე ათწლეულზე მეტია, რაც თბილისშიც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სერვისებს გვთავაზობს. ჩვენთან ინტერვიუში Dessange Tbilisi-ს გუნდი ბრენდის ფილოსოფიაზე, ზაფხულის ტენდენციებსა და სერვისების მრავალფეროვნებაზე გვესაუბრა.
The Devil Wears Prada 2–ის გადაღებები ნიუ-იორკის მუზეუმში მიმდინარეობს, სადაც გამოგონილი Met Gala-ს სცენაში მერილ სტრიპი, სიმონ ეშლი და სტენლი ტუჩი მაღალი მოდის კოსტიუმებში გვევლინებიან. კოსტიუმების ავტორი პატრიშა ფილდის მემკვიდრე მოლი როჯერსია.
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სადილსა და ვახშამზე სალათა საუკეთესო არჩევანია. თუ კლასიკური რეცეპტები მოგბეზრდათ, ჩვენი საზაფხულო რეცეპტებით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი კერძი.