Breakfast at Tiffany's გზამკვლევი ნიუ-იორკის ქუჩებში

Breakfast at Tiffany's გზამკვლევი ნიუ-იორკის ქუჩებში

ტრუმენ კაპოტემ, რომელმაც ცნობილი ნოველა 1958 წელს დაწერა, ნიუ-იორკს „ მსოფლიოში ყველაზე სტიმულირებადი ქალაქი” უწოდა და მასში ცხოვრება ელექტრო ნათურაში ცხოვრებას შეადარა. ნოველის გამოსვლიდან 3 წელიწადში, ბლეიკ ედუარდსმა წიგნის ადაპტაცია წარადგინა და ტრუმან კაპოტეს სიტყვების ჭეშმარტიებაში ასიათასობით მაყურებელი დაარწმუნა. 1961 წელს, დიდ ეკრანებზე გამოსულ Breakfast at Tiffany's, უდავოდ, ორი ვარსკვლავი ჰყავდა: ოდრი ჰეპბერნი და ნიუ-იორკი.

ამერიკული რეალიზმის ფუძემდებლის ედვარდ ჰოპერის მისტიკური სამყარო

ამერიკული რეალიზმის ფუძემდებლის ედვარდ ჰოპერის მისტიკური სამყარო

„დიდებული ხელოვნების ნიმუში, მხატვრის შინაგანი ცხოვრების გამოხატულებაა, სწორედ ეს შინაგანი მოგზაურობა ხდება მისი პიროვნული ხედვის განმსაზღვრელი სამყაროს შესახებ“ - ედვარდ ჰოპერი

დაბალწელიანი ჯინსის შარვლების დიდი დაბრუნება მოდის ტენდენციებში

დაბალწელიანი ჯინსის შარვლების დიდი დაბრუნება მოდის ტენდენციებში

პლატფორმიანი ფეხსაცმელების, ბაგეტის ჩანთების და კარგო შარვლების მობრუნების შემდეგ, მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის ვიხილავდით დაბალწელიან შარვლებს მოდის ტენდენციებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ არ არის მორალურად მზად ამ ნახტომისთვის და წარსულში მიბრუნებისთვის, წამყვანი მოდის სახლები და დიზაინერები სულ უფრო აქტიურად ამატებენ საკუთარ კოლექციებში დაბალწელიან შარვლებს.

გაზაფხულის ბუნიობა: უძველესი ტრადიციების გავლენა თანამედროვე სამყაროზე

გაზაფხულის ბუნიობა: უძველესი ტრადიციების გავლენა თანამედროვე სამყაროზე

დღეს, თბილისის დროით 01 საათსა და 24 წუთზე, გაზაფხულმა კიდევ ერთხელ დაუგო კვირტს მახე, ოფიციალურად, ზამთრის „ნასესხები“ დღეები უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია გაზაფხულის გაძლიერების და ძალების მოკრების მომსწრენი თავადაც გავხდეთ. 2023 წელს ბუნიობა იგივე დღეღამტოლობა 21 მარტს დაემთხვა, დღე, როდესაც მზემ ეკვატორი გადაკვეთა, სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთში გადაინაცვლა და დედამიწის ყოველ ნაწილს თანაბრად მოაფინა სხივები, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენადაა მიჩნეული.

კი ჰუი ქუანის დაუჯერებელი ისტორია: „შენი ოცნებების უნდა გჯეროდეს“

კი ჰუი ქუანის დაუჯერებელი ისტორია: „შენი ოცნებების უნდა გჯეროდეს“

ახდენილი ამერიკული ოცნების შესახებ მსოფლიოს კი ჰუი ქუანმა 12 მარტს, ლოს-ანჯელესში დოლბის თეატრის სცენიდან უამრო. ვიეტნამში, 9 შვილიან ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა ძალიან დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ 1 კვირის წინ, ყველა მსახიობისთვის სანატრელი ჯილდო, 51 წლის ასაკში პირველად დაეჭირა ხელში და საკუთარი შთამაგონებელი ისტორია მოეყოლა, საკუთარი თავისა და ოცნებების რწმენის შესახებ.

5 ქალი ფოტოგრაფი, რომელმაც მოდის ფოტოგრაფიის ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა

5 ქალი ფოტოგრაფი, რომელმაც მოდის ფოტოგრაფიის ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა

ქალები, მოდის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ელემენტები არიან, ეს მოდის ფოტოგრაფიაზეც ვრცელდება. ენი ლებოვიცი ოსტატობიდან, პეტრა კოლინზის მზერის ესთეტიკამდე და სარა მუნის მოდის სიურრეალიზმამდე, დღეს მოდის სამყაროს პეიზაჟი დიდი ხანია აღბეჭდილია და ყალიბდება ამ ქალების ობიექტივში. ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნად, წარმოგიდგენთ, მოდის ქალ ფოტოგრაფებს და იმ გავლენას, რომელიც მათ ინდუსტრიაზე იქონიეს.

მრჩეველი დამწყები ბიზნესებისთვის - ანა ჭინჭარაულის გზა Instagram კონტენტ კრეატორამდე

მრჩეველი დამწყები ბიზნესებისთვის - ანა ჭინჭარაულის გზა Instagram კონტენტ კრეატორამდე

პროფესიით მარკეტერი ანა ჭინჭარაული, Instagram-ზე პირად ბლოგს @anytravel_ -ს მართავს და 7 ათასზე მეტი გამომწერისთვის, კონტენტ კრეატორის როლს ითავსებს. ანას ბლოგი მოგზაურობის გარშემო ერთიანდება და აუდიტორიას პირადი გამოცდილების საფუძველზე საინტერესო რჩევებს უზიარებს.

ირუ ხეჩანოვი „ევროვიზიაზე“ სიმღერით ECHO წარდგება

ირუ ხეჩანოვი „ევროვიზიაზე“ სიმღერით ECHO წარდგება

მოგეხსენებათ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია“ 2023-ზე, ლივერპულში, საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს. ირუს საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა ევროვიზიის ოფიციალურ Youtube არხზე უკვე გაიმართა და მისი მოსმენა ფართო აუდიტორიისთვის უკვე შესაძლებელია.

„პაპრიკა“ ორგანული ნედლეულით დამზადებული სვანური სანელებლები საქართველოდან

„პაპრიკა“ ორგანული ნედლეულით დამზადებული სვანური სანელებლები საქართველოდან

„პაპრიკა“ ორგანული ნედლეულით დამზადებული სვანური სანელებლების სტარტაპია, რომელიც ქართული დახლებზე მრავალფეროვანი და მუდმივად მზარდი ასორტიმენტით უკვე გამოჩნდა. „პაპრიკას“ პროდუქციაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ როგორც სვანური მარილი და სხვადასხვა სანელებელი, აგრეთვე, 16 დასახელების მიქს სუნელი, რომელიც კონკრეტული კერძისთვის საჭირო სანელებლებს ერთ შეფუთვაში აერთიანებს და ცხოვრებას ერთი ორად გვიმარტივებს.

მონაკოს პრინცესა შარლენის ეგიდით მიმდინარე წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირი

მონაკოს პრინცესა შარლენის ეგიდით მიმდინარე წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირი

მონაკოს პრინცესა შარლენისთვის, პრინცესას ტიტული ერთ-ერთია იმ შთამბეჭდავ ტიტულთა შორის, რომლითაც მას მსოფლიო იცნობს. ოლიმპიურმა მედალოსანმა ცურვაში, წლების წინ პირადად იზრუნა იმაზე, რომ სამეფო ვალდებულებებს შორის, მისი სახელი სპორტთან, მის განვითარებასთან და ახალგაზრდების წახალისებასთანაც ყოფილიყო დაკავშირებული.

ზევით