ტრუმენ კაპოტემ, რომელმაც ცნობილი ნოველა 1958 წელს დაწერა, ნიუ-იორკს „მსოფლიოში ყველაზე სტიმულირებადი ქალაქი” უწოდა და მასში ცხოვრება ელექტრო ნათურაში ცხოვრებას შეადარა. ნოველის გამოსვლიდან 3 წელიწადში, ბლეიკ ედუარდსმა წიგნის ადაპტაცია წარადგინა და ტრუმან კაპოტეს სიტყვების ჭეშმარტიებაში ასიათასობით მაყურებელი დაარწმუნა. 1961 წელს, დიდ ეკრანებზე გამოსულ Breakfast at Tiffany's, უდავოდ, ორი ვარსკვლავი ჰყავდა: ოდრი ჰეპბერნი და ნიუ-იორკი.
ჰოლი Tiffany & Co-ს მაღაზიის წინ, რომელიც მეხუთე ავენიუსა და 57-ე ქუჩის კუთხეში მდებარეობს
იმ პერიოდში, კაპოტეს მიერ აღწერილი ომისშემდგომი გლამური ჯერ კიდევ ცოცხლობდა ნიუ-იორკის ზემო ისტ-საიდში და ედუარდსმა მისი გაცოცხლება იდეალურად მოახერხა. ბუნებრივია, ბოლო 62 წლის განმავლობაში, ნიუ-იორკის ქუჩებში უამრავი რამ შეიცვალა, თუმცა ის ჰარმონია და ქალაქის მარადიული მიმზიდველობა უცვლელი დარჩა. მათ ვისაც განსაკუთრებით უყვარს ფილმის კადრების რეალურ ცხოვრებაში საკუთარი თვალებით ხილვა ან მას, ვისაც ნიუ-იორკის ქუჩებში ავთენტური ქალაქის მეგზური სჭირდება, Breakfast at Tiffany's დღემდე წარმოადგენს გიდს.
ჰოლი, პოლი და სხვები ცხოვრობენ #169 East 71st Street-ზე (ფილმში #167 საცხოვრებელი, სინამდვილეში არის #169).
პირველი გაჩერება, უდავოდ Tiffany & Co-ს მაღაზია იქნება, მეხუთე ავენიუსა და 57-ე ქუჩის კუთხეში, ალბათ ყველას გვემახსოვრება კადრი, როგორც მიდის ოდრი ჰეპბერნი Givenchy-ს შავ კაბასა და მარგალიტებში გამოწყობილი მაღაზიის ვიტრინასთან და ყურადღებით ათვალიერებს გამოფენილ სამკაულებს. მაღაზია, ნიუ-იორკში, ჯერ კიდევ 1940 წელს გაიხსნა და დღემდე, Tiffany-ს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს.
ჰოლი და პოლი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში
ნიუ-იორკში ფილმის გადაღებები სულ 10 დღეს გაგრძელდა, თუმცა მაინც იდეალურად მოხერხდა ქალაქის ხმაურის, თავზეხელაღებულობის, განსხვავებულობისა და დიდებულების წარმოჩენა. ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კიბეები, ქალაქის პანორამული ხედები და ყვითელი ტაქსით მგზავრობა ის must have გამოცდილებებია, რომელიც Breakfast at Tiffany's მტკიცებით, ქალაქის ყველა ვიზიტორმა თავად უნდა გამოსცადოს.
პოლი Conservatory Water-სთან, Central Park-შიჰოლი და პოლი სხედან შადრევნის კიდეზე, შადრევანი მდებარეობს East 52nd Street & Park Avenue-ის კუთხეში.
თითოეული ჩვენგანის წარმოსახვაში განსხვავებული ნიუ-იორკი არსებობს, ფილმებსა და ფოტოსურათებში ნანახი, აღქმული და გონებაში აღბეჭდილი, მაგრამ საბოლოოდ ნიუ-იორკი ის ქალაქია, რომელიც ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგებს, გვაძლევს უფლებას დავუშვათ შეცდომები და აქ მის საზღვრებში საკუთარი ისტორია დავწეროთ...
იტალიური ფილერების ხაზი Stylema იმ იშვიათ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში MDR სერტიფიკატით გამოიყენება. იგი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. Stylema-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „სკინოთეკა“.
2025 წლის Met Gala-ზე შავკანიანთა მოდის ისტორიისა და თანამედროვე სტილის სინთეზურ აფეთქებას მოველით. დრესკოდი Tailored for You კონცეფციაა. მასპინძლები კი, ანა ვინტურთან ერთად კოლმენ დომინგო, ლუის ჰამილტონი, A$AP Rocky და ფარელ უილიამსი არიან.
პედრო პასკალი სტილის ახალ სიმბოლოდ იქცა — თამამი არჩევანითა და უნიკალური ვიზუალური ხელწერით მსახიობმა თანამედროვე მოდაში საკუთარი სახელი დაამკვიდრა. მსოფლიოს ახალი Fashion Daddy ჰყავს!