ვენსდეი ადამსი მზადაა, რომ თავზარი დაგცეთ. 30-იან წლებში The New Yorker-თვის შექმნილი ილუსტრაციის გმირები ეკრანს ახალი ტელესერიალით უბრუნდებიან, რომელშიც სიუჟეტის მთავარი გმირი ოჯახის შუათანა ქალიშვილი - ვენსდეი ადამსია. Netflix-მა სერიალის ტრეილერი 17 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ასევე გავრცელდა მოქმედი გმირების ფოტოებიც და უნდა აღინიშნოს, რომ კასტინგი უმაღლეს დონეზეა ჩატარებული. დედა ადამსის როლში კეტრინ ზეტა ჯონსი გვევლინება, ხოლო მამის როლს ლუის გუსმანი ასრულებს. ადამსების უმცროსი ვაჟი ისააკ ორდონეზია, ხოლო სერიალის მთავარი გმირი - ვენსდეი ადამსი ამჯერად ჯენა ორტეგას სახით წარდგება მაყურებლის წინაშე.
ადამსების ოჯახი წლების მანძილზე უამრავ მედია პროექტად ადაპტირდა, მათ შორის 90-იანი წლების ფრენჩაიზად, რომელშიც ვენსდეის როლს კრისტინა რიჩი ასრულებდა.
2019 წლის ანიმაციურ ფილმში კი ადამსების ქალიშვილს ქლოე გრეის მორეცი ახმოვანებდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამსების უკვე არა ერთი ვერსია გვაქვს ნანახი, Netflix-მდე ვენსდეის პერსონაჟის წინა ფლანგზე წამოწევა აქამდე არავის მოუფიქრებია. სერიალის სიუჟეტის მიხედვით უკვე არა ერთი სკოლიდან გარიცხული ვენსდეი მშობლებს ნევერვეის აკადემიაში მიჰყავთ, სადაც მან თავი საკუთარ სახლში უნდა იგრძნოს, თუმცა ყველაფერი პირიქით ხდება.
Netflix-მა უკვე დაადასტურა, რომ Wednesday-ის პრემიერა 2022 წლის შემოდგომაზე გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი. პირველი სეზონი რვა ეპიზოდისგან შედგება, რომლებიც სავარაუდოდ ერთ დღეს გამოვა.
რაც შეეხება სერიალის მთავარ გმირს, ჯენა ორტეგამ ახალი პროექტის შესახებ მიმდევრებს საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით ამცნო. მსახიობმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხელში სერიალის სცენარი უჭირავს:
იმედი მაქვს ვენსდეი ადამსისთვის სამართლიანობის აღდგენას
19 წლის ორტეგა ეკრანზე ადრეული ასაკიდან გამოჩნდა, თუმცა ფართო საზოგადოებამ მსახიობი ისეთი პროექტებით გაიცნო, როგორებიცაა The CW, Jane the Virgin და 2021 წლის ფილმი - The Fallout.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.