ზაფხულში საკითხავი წიგნები
თუ ზაფხულის ბარგში მხოლოდ ერთი წიგნისთვის მოიტოვეთ ადგილი, ჩვენი სტატია საუკეთესოს არჩევაში დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ხუთ შესანიშნავ წიგნს, მსოფლიო ბესტსელერებსა და დებიუტანტ ქართველ ავტორებს.
თბილისის ჯაზფესტივალის თავბრუდამხვევი თავგადასავალი ბრუნდება, 7-9 ივლისს, თბილისი რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. 3-დღიანი საიუბილეო ფესტივალის მასპინძელი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ გახლავთ, ჯაზის მოყვარულების წინაშე, ამ მუსიკალურ დღესასწაულზე, ჩვეულებისამებრ, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარდგებიან.
7 ივლისს, თბილისის 25-ე ჯაზ ფესტივალს 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი გახსნის. დაიანას ბენდის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული.
ფესტივალის მე-2 დღეს, 8 ივლისს, მსმენელის წინაშე წარდგება მისტიკური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტ დეივ ჰოლანდს, საქსოფონისტ ქრის პოტერსა და პერკუსიონისტ ზაქირ ჰუსეინს.
თბილისის საიუბილეო ჯაზფესტივალი 9 ივლისს მსოფლიო კრიტიკოსების მიერ 21-ე საუკუნის ჯაზმენად წოდებული ვიჯეი აიერისა და მისი საოცარი ტრიოს წევრების: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუს და დრამერი თიშოუნ სორეის მუსიკალური ნომრით დაიხურება.
ფესტივალის დღეებში ჯაზის მოყვარულთათვის აგრეთვე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება და ვინილების გამოფენა-გაყიდვა.
თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალის ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე.