2022 წლის 11-12 ნოემბერს, ფონდი „ცხოვრება მშვენიერიას“ ორგანიზებით, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თბილისში, გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქველმოქმედო მიზნებით, საქართველოს პოპულარული იტალიური პოპ ჯგუფი Ricchi e Poveri ეწვევა.

12 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში Ricchi e Poveri, ზუკა ხუციშვილის ბენდი და ქართული ესტრადის ვარსკვლავები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
ლეგენდარული იტალიური პოპ ჯგუფი Ricchi e Poveri 1967 წელს გენუაში ჩამოყალიბდა, 4-კაციანი ჯგუფი ანჯელა ბრამბატის, ანჯელო სოტიუს, ფრანკო გატის და მარინა ოკიენისგან შეიქმნა. 60-იანი წლების ბოლოდან Ricchi e Poveri-მ არნახული პოპულარობა მოიპოვა, როგორც იტალიაში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. ჯგუფის არსებობის მანძილზე დიდ ოთხეულს 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ უკვე 10 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი პროექტი. არსებობის 10 წლიანი ისტორიის მანძილზე, ფონდი ყველა პროექტს 0 ბიუჯეტით ახორციელებს, ღონისძიებებიდან შემოსულ თანხას კი სრულად ურიცხავს პროექტისთვის შერჩეულ ბენეფიციარებს.
12 ნოემბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.