ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა უკრაინის დასახმარებლად კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი დააანონსა. 11 მაისს, ვასო აბაშიძის ახალ თეატრში „მგზავრები“ კონცერტს გამართავენ, როგორც ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ჰუმანიტარული და სამედიცინო თანადგომის ფონდში.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Tkt.ge-ზე, ბილეთის ღირებულება 50 ლარი გახლავთ.
დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალური ქსელების მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი „მგზავრები“ აპრილის თვეში მოსკოვში კონცერტის ჩატარებას გეგმავდა. ქართველი საზოგადოება ამ ინფორმაციას კრიტიკულად შეხვდა, მალევე ჯგუფის წარმომადგენლებმა უარყვეს გავრცელებული სიახლე და აღნიშნეს, რომ ეს უბრალოდ დეზინფორმაცია და სიცრუე გახლდათ.
„გავრცელებული ინფორმაცია მგზავრების საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით რუსეთში არის დეზინფორმაცია და სიცრუე“ - ნათქვამი იყო განცხადებაში.
„მგზავრების“ სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლის მარინა კარპისა და მისი კოლეგის ევგენი ეფანოვის თანამშრომლობით, საქველმოქმედო ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ხელოვანებმა, მუსიკოსებმა, ტელეწამყვანებმა თუ მეწარმეებმა მიიღეს.
82-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსანტი ფილმების სია უკვე ცნობილია. The Diary გთავაზობთ გამორჩეულ ნამუშევრებს – პუტინის ბიოგრაფიული ტრილერიდან პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის ტრაგიკულ ისტორიამდე.
თუ ზაფხულის ბარგში მხოლოდ ერთი წიგნისთვის მოიტოვეთ ადგილი, ჩვენი სტატია საუკეთესოს არჩევაში დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ხუთ შესანიშნავ წიგნს, მსოფლიო ბესტსელერებსა და დებიუტანტ ქართველ ავტორებს.
Devil Wears Prada გაგრძელება უკვე გადაღების პროცესშია, სადაც კვლავ ვიხილავთ ენ ჰეთეუეის, მერილ სტრიპს და ემილი ბლანტს. როდის გამოვა „ეშმაკი ატარებს პრადას 2“, რა ვიცით სიუჟეტზე და ვის ვიხილავთ მსახიობთა ახალ შემადგენლობაში?