ნათია თოდუა JAZZTAGE DRESDEN 2026-ის სახე გახდა
ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის მთავარ ვიზუალურ სახედ აირჩიეს. 11 ოქტომბერს ქართველი მომღერალი პროგრამას „From Georgia with Soul“ წარადგენს.
პოტერიანას თაყვანისმცემლებისთვის ბედნიერი დღე დადგა. HBO Max პოტენციურ მწერლებს აქტიურად ხვდება და Harry Potter-ის ტელე სერიებად დაბრუნებას ცდილობს. Warner Bros მოლაპარაკებების პროცესშია, თუმცა წყაროს ცნობით, ჯერჯერობით ხელშეკრულებები არავისთან გაფორმებულა. პროცესში ასევე აქტიურადაა ჩართული ცნობილი წიგნების ავტორი - ჯოან როულინგი, რომლის აზრსაც ორივე კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
Warner Bros სტუდიისთვის ფრენჩაიზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, შესაბამისად მისი ეკრანზე დაბრუნება კომპანიისთვის პრიორიტეტს წამოადგენს. Harry Potter-ის საავტორო უფლებები ცოტა არ იყოს ჩახლართულია და მასში ავტორის გარდა რამდენიმე კომპანიაა ჩართული, შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება უამრავი ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ჯერ-ჯერობით არც ტელე სერიალის ქასთია ცნობილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი, თუ რუპერტ გრინტი მთავარ როლებზე აღარ მოისაზრებიან. სულ რომ არაფერი ყველა მათგანი უკვე ზრდასრული მსახიობია.