„The White Lotus“ ევროპაში გადადის
„The White Lotus“-ის ახალი სეზონი საფრანგეთში ვითარდება. სერიალი პარიზსა და ფრანგულ რივიერაზე გადაინაცვლებს და ფუფუნების სამყაროს ევროპულ კუთხით წარმოგვიდგენს.

მიუხედავად იმისა, რომ შონდა რაიმსის ახალი ტელესერიალი - Bridgerton სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოჩნდა ეკრანებზე, მისი ნახვები კოსმოსურ მაჩვენებლებს აღწევს. მსგავსი შედეგი კი, სავარაუდოდ პანდემიით გამოწვეული „უსაქმური“ საღამოების ბრალია. ტელესერიალის მხატვრულ ღირებულებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა, კოსტიუმები და თავად მსახიობები უდაოდ ყურადსაღებია.

ასევე საინტერესოა ირონიულად (შესაძლოა სტატიის ავტორის სუბიუექტური აზრი იყოს) გადმოცემული „გასათხოვრების მარკეტი“, სადაც ახალგაზრდა გოგოები, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდგომ წარდგებიან.

ჭკვიანი და ლამაზი დაფნა ბრიჯერტონი მაღალი საზოგადოების წინაშე წარდგება და არამხოლოდ მამაკაცების, არამედ თავად დედოფლის გულსაც დაიპყრობს.

სამწუხაროდ, ძმის გადამეტებული ზრუნვის გამო, დედაქალაქის ერთ-ერთი შესაშური პატარძალი თაყვანისმცემლების გარეშე დარჩება. თუმცა, აქ, ამ სერიალის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, ჰერცოგი ჰასტინგსი შემოდის და დაფნას გულს იპყრობს. ხოლო, შემდგომ რაც მოხდა, ყველას გაგაოცებთ! მოკლედ, სპოილერი რომ არ გამოგვივიდეს, დანარჩენს ფილმის თრეილერიდან შეიტყობთ.
„ჭორიკანასა“ და ჯეინ ოსტინის სტილის, ჯულია ქვინსის ისტორიულ რომანებზე დაყრდნობით გადაღებული ტელესერიალი, მართლაც რომ დღევანდელი რელობიდან ესკაპიზმის ყველაზე მარტივი შესაძლებლობაა.