ეკრანულ წყვილებს ხშირად რეალურ ცხოვრებაშიც უყვარდებათ ერთმანეთი, ეს ახალი ამბავი არაა და მაყურებელს მსგავსი სასიყვარულო ისტორიები ძალიან უყვარს. სწორედ ასეთი Love Story გაჩნდა პამელა ანდერსონსა და ლიამ ნისონს შორის. 58 წლის ანდერსონი და 73 წლის ნისონი, ჰოლივუდის ორი ყველასთვის კარგად ცნობილი მსახიობი, ერთმანეთს ფილმის The Naked Gun გადაღებებზე შეხვდნენ. აქამდე მათი გზები არ გადაკვეთილა.
The Naked Gun 1988 წლის საკულტო ფილმის თანამედროვე ვერსიაა და მისი ნახვა ქართულ კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია. მთავარი გმირების, ფრენკ დრებინ უმცროსისა და ბეთ დევენპორტის როლებს სწორედ ნისონი და ანდერსონი ასრულებენ.
Ph: John Phillips
პრეს-ტურის განმავლობაში ლიამი პამელას მიმართ სიმპათიებს ღიად გამოხატავდა.
„სიმართლე გითხრათ, სიგიჟემდე შეყვარებული ვარ პამელაზე. ძალიან მარტივია მასთან მუშაობა. პროფესიონალი და ხალისიანი ადამიანია“, – ლიამ ნისონი.
ბერლინის პრემიერა. Ph: Sebastian Reuter
პამელა კი ინტერვიუებში ლიამს ზრდილობიანად, ჯენტლმენად და პროფესიონალად მოიხსენიებს. მას შემდეგ, რაც მსახიობების ინტერვიუები და ფოტოები ვიხილეთ, მათ ურთიერთობაზე ჭორებიც გავრცელდა. თავდაპირველად ამაზე საუბარს თავს არიდებდნენ. ლიამ ნისონს ადრე ისიც კი ჰქონდა ნათქვამი, რომ „პაემნების ასაკი გადალახა“.
ლიამის და პამელას ქიმია აშკარა გახდა 22 ივლისს, ლონდონში, ფილმის პრემიერაზე, სადაც წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდა. ნიუ-იორკის პრემიერაზე კი ისინი უკვე შვილებთან ერთად მივიდნენ. სატელევიზიო გადაცემაში Today მათი კოცნაც ვიხილეთ.
Ph: Matthias Nareyek
მათი ურთიერთობა ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა, თუმცა ყველა ნიშნით აშკარა ხდება. როგორც ვიცით, პამელა მოხიბლულია ლიამის გულწრფელობითა და იუმორით, ხოლო ნისონი ჰოლივუდის გლამურის მიღმა, პამელას სიმარტივეს აფასებს. მათ ლიტერატურისა და კომედიის სიყვარულიც აერთიანებთ.
ჰოლივუდის წყვილის ისტორია ჯერ ახლა დაიწყო, თუმცა უკვე გვახსენებს, რომ პაემნების ასაკიდან არც არავინ არასდროს გამოდის. სიყვარული კი, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოულოდნელად გვეწვიოს.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.