უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლის საიუბილეო თარიღის საქართველო, მთელ მსოფლიოსთან ერთად, აღნიშნავს. 18 აპრილს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „ბეატრიჩე“ დაიდგმება - დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
სპეციალურად „ბეატრიჩესთვის“ მუსიკა ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელმა კომპოზიტორმა, დარიო მარიანელმა დაწერა, რომელსაც 18 აპრილს რუთაველის თეატრის სცენაზე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ გააჟღერებს.
„ბეატრიჩეს“ იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი გახლავთ, კოსტიუმების დიზაინერის მოვალეობას კი ცნობილი ქართველი დიზაინერი თამუნა ინგოროყვა შეითავსებს. ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია ასრულებს. მარიამ ალექსიძის კონცეფციით ბალეტის ვიზუალური გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების აუდიოვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი კი ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასთან ერთად დიდ სცენაზე უკრაინელი მოცეკვავე ოლგა ვიდიშევასაც ვიხილავთ. დასის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ოლგა ვიდიშევა მარტის თვიდან შეუერთდა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტს“. „ბეატრიჩე“ პირველი წარმოდგენა იქნება, რომელშიც ოლგა მიიღებს მონაწილეობას.
მარიამ ალექსიძე და მარიამ ანა დარჩია
მარიამ ალექსიძის ორიგინალური თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა შედგა 2021 წლის 19 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე.
სოფია კოპოლა დოკუმენტურ ჟანრში პირველ ნაბიჯს დგამს. ფილმი Marc by Sofia, ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს აცოცხლებს. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება.
82-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსანტი ფილმების სია უკვე ცნობილია. The Diary გთავაზობთ გამორჩეულ ნამუშევრებს – პუტინის ბიოგრაფიული ტრილერიდან პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის ტრაგიკულ ისტორიამდე.
თუ ზაფხულის ბარგში მხოლოდ ერთი წიგნისთვის მოიტოვეთ ადგილი, ჩვენი სტატია საუკეთესოს არჩევაში დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ხუთ შესანიშნავ წიგნს, მსოფლიო ბესტსელერებსა და დებიუტანტ ქართველ ავტორებს.