2022 წლის მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე კომპანია სარაჯიშვილის სარეკლამო ვიდეორგლომა, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმად კვალიფიცირდა, ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო ანდრო ჭიჭინაძეს ერგო, მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში კი გამარჯვება ბახვა ბრეგვაძემ მოიპოვა.
სიახლე სოციალურ ქსელში ბახვა ბრეგვაძემ პირადად გაავრცელა: Andro Chichinadze-მ მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე Best Actor-ის ჯილდო აიღოოოო და მოაქვს თბილისში, უი და მეც Best Director for Short Movie. გამარჯვებულები ვბრუნდებით. p.s ზუსტად ისევეა ეს ჯილდო ყველასი, ვინც ამ პატარა ფილმის შექმნაში მონაწილეობდა ! დიდი მადლობა თქვენ ყველას
კომპანია სარაჯიშვილის სარეკლამო ვიდეორგოლის პრემიერა 2022 წლის იანვრის თვეში გაიმართა.
შენი ყოველი არჩევანი ალტერნატიულ შესაძლებლობათა უსასრულო რიგს ქმნის. ხშირად ბუნდოვანსაც, რადგან არავინ იცის რა მოხდებოდა, ერთი გადაწყვეტილების ნაცვლად მეორე რომ მიგეღო, უარის ნაცვლად თანხმობა გეთქვა, ან სიმშვიდეში ყოფნის მაგიერ თამამი ნაბიჯი გადაგედგა... ზღაპრული გზაჯვარედინებისაგან განსხვავებით, რეალურ სამყაროში იშვიათად გხვდება ჯადოსნური მანიშნებელი, რომელიც შეუმცდარად გეტყვის რომელ გზაზე წასვლით რა ბედს ეწევი. აქ თავადვე ხარ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. ეს შენი არჩევანია. შენი ისტორია.
ბიონსეს ახალი ტურნე Cowboy Carter ამერიკული ვესტერნის სტილშია გამართული. სცენაზე წარმოდგენილი სასცენო კოსტიუმები მაღალი მოდის სახლებისა და თანამედროვე დიზაინერების ნამუშევრებს აერთიანებს. ჰიუსტონში კი მომღერალმა დავით კომას სპეციალურად შექმნილი კოსტიუმი მოირგო.
20-წლიანი პაუზის შემდეგ თიკა ფაცაცია სიმღერით „ბედნიერებას მჯერა“ ბრუნდება. The Diary-სთან ინტერვიუში ის სიმღერის გზავნილსა და ახალი ნამუშევრის შექმნის პროცესზე გვიყვება.
23 წლის გიორგი გაგუა ეროვნული ნაკრების დებიუტისთვის ემზადება. The Diary გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა თავდამსხმელთან, სადაც ის საუბრობს ნაკრებში გამოძახების ემოციებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის იმედებზე და ხორვატიაში ცხოვრების გამოცდილებაზე.