მსოფლიო პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი პაუზის შემდეგ, კავკასიის რეგიონში ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 24, 25 და 26 ივნისს ბრუნდება. შეხვედრის ადგილი უცვლელია, ფესტივალი ამჯერადაც Lisi Wonderland-ში გაიმართება და მსმენელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.

2022 წლის ჰედალინერების ვინაობა სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, მათ შორის ვისაც 3-დღიანი ფესტივალის ფარგლებში, Tbilisi Open Air-ის სცენაზე ვიხილავთ: Alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba და სხვები არიან.
Tbilisi Open Air 2022-ზე შესაძლებლობა მოგვეცემა მოვუსმინოთ უკრაინულ როკჯგუფ Okean Elzy-ს, რომელთა სიმღერა Без Бою უკრაინული მებრძოლი სულისა და გამბედაობის სადიდებელ ნამდვილ ჰიმნადაც კი გადაიქცა
წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში, ამასთანავე Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორებმა შექმნეს სპეციალური პლატფორმა დონაციისთვის, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გაიღოთ თანხა უკრაინის დასახმარებლად.
„თავისუფლება - სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება დღეს უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია. ქვეყანა, რომელიც არნახული სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მოძმე უკრაინას და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს - ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში“.
ფესტივალის განრიგი ასე გამოიყურება:
24 ივნისი, პარასკევი
MAIN STAGE
CIGARETTES AFTER SEX || BEDFORD FALLS || KONOBA || KORDZ || 4D MONSTER LOBSTERS || NEWCOMER 2022
EYESTAGE
ACID PAULI || ROBAG WRUHME || JENNIFER CARDINI || BACHO
ZION GARDEN
GIUSEPPE || SASHI || DM3 || CHIKOVANI || DIMITREE || ELLARGE
SINGER STAGE (DAY)
SALOME TSULUKIDZE & BAND || DINI VIRSALADZE QUARTET || NEWCOMER 2022
SINGER STAGE (NIGHT)
EREKLE GETSADZE & BAD HABITZ || LUKA TOPURIA QUARTET
25 ივნისი, შაბათი
MAIN STAGE
ALT-J || MOKUMOKU || არა || KILLAGES || THE BLACK MARROWS
EYESTAGE
KONSTANTIN || MAP.ACHE || CHLOÉ || TOMMA
ZION GARDEN
AJJA || OOGWAY || KATANA || ANCIENT OM || KAYA MATU
SINGER STAGE (DAY)
BACHO JIKIDZE & BAND || კოლექტივი || RESO KIKNADZE QUINTET || NEWCOMER 2022
SINGER STAGE (NIGHT)
MELQO || ZAZA MARJANISHVILI QUARTET
26 ივნისი, კვირა
MAIN STAGE
OKEAN ELZY || RHYE || MOLCHAT DOMA || EKO & VINDA FOLIO || წერილი || NASH ALBERT
EYESTAGE
PETRE INSPIRESCU || BARAC || GIO SHENGELIA || VAKO T
ZION GARDEN
FUNGUS FUNK || ADDITIVV || RAMYJIN & SUKOHARAA || ACIDWAVE || OBRI ||KASSRA || MARCUSS || INFEST || HOLO
SINGER STAGE (DAY)
TORNIKE GAGOSHVILI || BLINKROOT || LEVAN JAPARIDZE & KILLER BAND || UMA & TUOMAS || GUJA MARDINI QUARTET
SINGER STAGE (NIGHT)
ADIKASVHILI & GABADZE || PAPUNA SHARIKADZE QUARTET