Esquisse Design Hotel: დასვენება კახეთის გულში

Esquisse Design Hotel

კახეთი მეღვინეობის ტრადიციით, ადგილობრივი სამზარეულოთი და ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. უიქენდის გასატარებლად TheDiary-ის არჩევანი ამჯერად თელავში მდებარე ბუტიკ-სასტუმრო „ესკიზია“. აქ დღე შეგიძლიათ აუზთან ან სპაში გაატაროთ, საღამოს კი კახური კერძები და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნოთ.

„ესკიზი“ 2020 წელს გაიხსნა. სასტუმროს ინტერიერი დიზაინერმა ესმა ხეცურიანმა შექმნა. დიზაინი ეკლექტიკურია: მასში კლასიკური სტილისა და არტ-დეკოს გავლენა იგრძნობა. დეკორატიულ დეტალებს ნომრებშიც ვხვდებით: საწოლის თავები, ბალიშები და სანათების აბაჟურები განსხვავებული ქსოვილებითა და ნახატებითაა გაფორმებული.

ესკიზის სასტუმრო, თელავი

„ესკიზში“ ღია და დახურული აუზებია მოწყობილი. დახურული აუზით მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ, ღია აუზთან კი მზიან დღეებში დაისვენოთ. სასტუმროს სპაც აქვს, ამიტომ თელავისა და მისი შემოგარენის დათვალიერების შემდეგ დარჩენილი დრო ცურვასა და დასვენებას შეგიძლიათ დაუთმოთ.

კახეტის სასტუმრო, ესკიზი

კახურ სამზარეულოს „ესკიზისში“განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. სასტუმროს ორ რესტორანს განსხვავებული კონცეფცია აქვს: ერთი ქართულ ფიუჟენ სამზარეულოს გთავაზობთ, მეორე კი ტრადიციულ ქართულ კერძებს.

თელავის სასტუმრო, კახეთი

სასტუმროს ღვინის მარანიც აქვს. სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაციები და მასტერკლასები იმართება, რაც კახეთში გატარებული დღეების კიდევ უფრო მრავალფეროვნად დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

კახეთის სასტუმრო

ზევით