როგორ იქცა 2500 ლარიანი შლაპუნა სტატუსის სიმბოლოდ
როგორ იქცა The Row-ს Dune შლაპუნა სეზონის ყველაზე მოთხოვნილ მოდელად და რა გზით გახდა უბრალო საზაფხულო ფეხსაცმელი ფარული ფუფუნების სიმბოლო.
ზაფხულის ცხელ და შემოდგომის თბილ დღეებში თეთრი კაბა გარდერობის შეუცვლელი ნაწილია – ელეგანტური, ჰაეროვანი და მსუბუქი. ის იდეალურია ზღვისპირას გასეირნებისთვის და ქალაქის ყოველდღიურ რიტმსაც ერგება.
თეთრი სარაფანი გვხვდება როგორც მაღალი მოდის სახლების, ისე ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა ტიპის სარაფნები& შეარჩია – როგორც მინიმალისტური, ისე ბოჰემური სტილის მოყვარულებისთვის.
![]() |
|
დაგვეთანხმებით, რომ ზაფხულის სიცხეში ტილოს კონკურენტი არ ჰყავს. ტილოს თეთრი კაბები კი ყოველთვის გრილი და კომფორტული არჩევანია. ბუნებრივი ტექსტურა და სილუეტი კომფორტულთან ერთად ტრენდულიც გახლავთ, განსაკუთრებით თუ კაბას მასიურ სამკაულებსა და დახვეწილ სანდლებს შეუხამებთ.
![]() |
|
შეგიძლიათ, მოირგოთ სხეულზე მომდგარი მოდელი ან თავისუფალი ჭრილის კაბა, რომელიც მინიმალური ძალისხმევითაც ძალიან დახვეწილად გამოიყურება.
![]() |
|
ზოგჯერ კი, იმდენად ცხელა, რომ ორგანიზმი და გონება მაქსიმალურად მსუბუქად ჩაცმას გვთხოვს. ამ დროს, მოკლე კაბა იდეალური ვარიანტია. ამ მხრივ ბრენდები გვთავაზობენ მრავალფეროვან მოდელებს, დაწყებული ნაქსოვი და ნაქარგი კაბებით, დამთავრებული ელეგანტური და დახვეწილი აბრეშუმის სტილით.
![]() |
|
შეგიძლიათ შექმნათ მინიმალისტური, ყოველდღიური ლუქი ბირკენშტოკებით ან ბოტასებით, რომელსაც ჩალის ჩანთას შეუხამებთ. ან შეგიძლიათ მოკლე თეთრ კაბებს გამორჩეული ფერის მაღალქუსლიანი სანდლები მოუხდინოთ.
![]() |
|
მინიმალისტური სტილის მოყვარულთათვის კი, თასმებიანი სარაფანი საუკეთესო არჩევანია. კაბის წვრილი ან ოდნავ მსხვილი თასმები ქმნის დახვეწილ, მარტივ სილუეტს და ლამაზად წარმოაჩენს ლავიწებსა და მხრებს. გრილი საღამოებისთვის კი შეგიძლიათ მას თხელი მოსაცმელი ან ჯინსის ქურთუკი შეუხამოთ.
![]() |
|
ზაფხულის კლასიკად მაინც თეთრი აბრეშუმის სარაფანი რჩება. გლუვი, მბზინავი ქსოვილი იდეალურად ერგება სხეულს და ვერც კი ვგრძნობთ, რომ რაიმე გვაცვია. ყოველდღიური სტილისთვის ის იდეალურია ბირკენშტოკებთან, ბოტასებთან ან კედებთან ერთად. ხოლო რომანტიკული ვახშმისთვის, შეგიძლიათ შეუხამოთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და დახვეწილ სამკაულებს.
![]() |
|