სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
Vetements-ის 2025 წლის გაზაფხულის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე, 27 სექტემბერს გაიმართა, სადაც პოდიუმზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა ვიხილეთ. ბრენდის ჩვენება, რომელიც ძმებმა გვასალიებმა 2014 წელს დააფუძნეს, ტრევის სკოტმა გახსნა. ამერიკელი რეპერი ბაიკერის შავი ტყავის სამოსში იყო სრულად შემოსილი.
პოდიუმზე ვიხილეთ ჯიჯი ჰადიდიც, რომელსაც DHL ლენტისგან შექმნილი მინი კაბა ეცვა.
Vetements-ის ჩვენება, რომელსაც დღეს გურამ გვასალია ხელმძღვანელობს, მონპარნასის კოშკში გაიმართა. პოდიუმზე ვიხილეთ ისეთი მოდელები, როგორიცაა ჰეიდი კლუმი, სტელა მაქსველი და ორსული კარმენ კასიც კი.
Vetements-ის 2025 წლის ჩვენებაზე ქართველი მოდელი, მარიშა ურუშაძეც გამოვიდა.
გურამ გვასალია Vetements-ის ძირითად ხაზს არ ღალატობს. ახალგაზრდა ბრენდი მეამბოხე და ექსპრესიულ ხასიათს ატარებს. Vetements-ის 2025 წლის კოლექციაშიც თითქოს იყო ახალიც და ამავდროულად უკვე ნანახიც. დიდი ზომის ჰუდები, წარწერებიანი მაისურები და მასიურად შავი სამოსი - ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ბრენდის წინა კოლექციებს და ამავდროულად დემნას ხელწერას ბალენსიაგაში.