დიდი ბრიტანეთის ოჯახის წარმომადგენლები, ყოველდღიური აქსესუარის - სათვალის დიდი თაყვანისმცემლები არიან. თითოეულ მონარქს საკუთარი რჩეული სტილი და ფავორიტი ბრენდი ჰყავს, ასე მაგალითად მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II, ხშირად, Silhouette-ის გარდამავალ სტილზე აკეთებდა. კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგინიები კი უპირატესობას სათვალეების ბრენდ Findlay-ის ანიჭებენ, თუმცა განსხვავებულ სტილში, ქეით მიდლტონის რჩეული კატისებრი დიზაინია, მეგან მარკლისთვის კი ოვალური.
პრინცესა დიანა პოლოს მატჩზე, Cowdray Park Polo Club-ში, 1983 წელი
თუმცა, სამეფო ოჯახს ჰყავდა ერთი მონარქი, რომელმაც ზუსტად იცოდა როგორ უნდა შეეხამებინა ტრენდული სათვალეები მარადიული სტილისთვის და როგორ მოერგო განსხვავებული დიზაინები ისე, რომ ათწლეულების შემდეგაც კი, საზოგადოებას მის მაგალითზე ესწავლა - ეს ერთადერთი და განუმეორებელი უელსის პრინცესა დიანა გახლდათ.
პრინცესა დიანა უინძორში, Guards Polo Club-ში, 1986 წელი
1980-იან წლებში, როდესაც მოდის ტენდენციებში სათვალეები დიდი ზომის ჩარჩოებით გამოჩნდა, პრინცესა დიანამ ისინი დაუფიქრებლად მოირგო, ამ მოდერნისტულმა მახასიათებლებმა ელეგანტური უპირატესობა შესძინა მის დეკადენტურ სამოსს. პრინცესა დიანას კიდევ ერთი რჩეული თეთრი ავიატორები გახლდათ, რომელიც უელსის პრინცესას საკმაოდ ხშირად ამშვენებდა.
პრინცესა დიანა Cardiff Cricket Club-ში, 1987 წელი
1990-იან წლებში მოდის შერბილებასთან ერთად, პრინცესა დიანას სტილიც შერბილდა, მან ყურადღება უფრო ფემინური დიზაინის სათვალეებს მიაპყრო, ლედი დიმ Ray Bans-ის კლასიკური მოდელებიც წარმატებულად მოირგო.
პრინცესა დიანა შვეიცარიაში, 1988 წელიBadshahi Mosque-ის მონახულების დროს, 1991 წელიპრინცესა დიანა British Grand Prix-ში, 1994 წელილონდონში, 1997 წელიპრინცესა დიანა ანგოლაში ვიზიტისას, 1997 წელისპორტდარბაზიდან გამოსვლისას, 1997 წელი
ჩრდილოეთ ევროპული მოდის ყველაზე დიდი მოვლენა, კოპენჰაგენის მოდის კვირეული, ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ სკანდინავიელებმა ჩაცმა საუკეთესოდ იციან. ამას მოდის კვირეულისკენ მიმავალი დანიელების ქუჩის სტილიც მოწმობს.
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.