სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია და ყველა ჩვენთაგანის გეგმები და ზოგადად სამყარო პანდემიამ თავდაყირა დააყენა, ზუსტად ვიცით, რომ 2021 იქნება ბევრად ფერადი და ლაღი, და ბევრი, ბევრი სიახლე და მოგზაურობა გველოდება წინ. ახლა კი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო მიმართულებებს გაგაცნობთ, ფოტოების დათვალიერება, ხომ ჯერ არავის აუკრძალავს.
სან-მორიცი, შვეიცარია
კურშაველი
თუ სამთო-სათხილამურო კურორტი, რა თქმა უნდა ალპური დედაქალაქი. კურშაველი იდეალური ადგილმდებარეობაა მათთვის, ვისაც უყვარს როგორც დაბრკოლებები, ასევე მარტივი ტრასები და თვალწარმტაცი პეიზაჟები. სწორედ ეს არის ის, რის გამოც კურშაველს უამრავი მოთხილამურე სტუმრობს ყოველ წელს.
ფრანგული კურორტი სავსეა სასტუმროებით, საკმარისია თქვენთვის მისაღები პირობები შეიყვანოთ booking.com-ზე ან ეწვიოთ courchevel.com-ს და აუცილებლად იპოვით, იმას, რაც თქვენს დასვენებას (მომავალში) იდეალურად აქცევს.
სან-მორიცი
უკვე საუკუნეებია, შვეიცარიული სან-მორიცი მოთხილამურეების საყვარელ კურორტად ითვლება. ადგილი, სადაც თოვლი ყოველთვის გარანტირებულია, თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ამ სპორტის მოყვარულთა სამოთხედ.
კამკამა ტბითა და თოვლიანი მთებით ცნობილ ადგილას ხშირად იმართება ზამთრის სპორტული თამაშები. უდაოდ, სან-მორიცი მომდევნო სეზონის აუცილებელ მიმართულებად უნდა იქცეს.
დირ-ველი
ამერიკულ კურორტი, რომელიც იუტას შტატში მდებარეობს, იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მაღალი კლასის მომსახურება და ფუფუნება უყვარს.
მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასები იდეალურ გარემოს ქმნის როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მოთხილამურეებისთვის. გარდა ამისა, აქედან კანიონის დაუვიწყარი ხედებიც იშლება.
ასპენი
ეს ადგილი, რომელიც კოლორადოში მდებარეობს, უკეთესია დამწყებთათვის, თუმცა რამდენიმე ტრასა პროფესიონალების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს.
აპსენში გირჩევდით მეგობრებთან ერთად წახვიდეთ, თან ისრიალოთ და თან გაერთოთ, დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით და ახალი მეგობრებიც გაიჩინეთ. და რა თქმა უნდა თხილამურებით სრიალისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ. როგორც ცნობილია, კეიტ ჰადსონი და პარის ჰილტონი აქ ხშირი სტუმრები არიან.