სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
2024 წლის ზაფხული ფემინური კაბების, მოკლე შორტების და მაქსიმალურად საზაფხულო სამოსის დროა. TheDiary-ს რედაქცია ამ ზაფხულის TOP 5 ტრენდს წარმოგიდგენთ, რომლის ანალოგებს ონლაინ თუ ადგილობრივად, მაღაზიებში აუცილებლად იპოვით.
თანახმა ხართ უთხრათ თეთრ ფერს "თანახმა ვარ"? მაშინ თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს - თეთრი ფერის ყველა ვარიაცია ტრენდულია ამ სეზონზე. თეთრი შარვლიდან დაწყებული, მაქმანებიანი კაბით დასრულებული.
პოლოს მაისურები ისევ გატრენდდა და დიზაინერები მის სხვადასხვა ფერისა და ზომის ვარიაციებს გვთავაზობენ. წინ დიდი თამაშები გველის - ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რაგბის ტესტ თამაშები. რაგბის მაისურები, სხვათა შორის Dries Van Noten-ისა და DSquared2-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში მრავლად ვიხილეთ.
თუკი პოლოს მაისურით საკუთარი გარდერობის განახლებას გეგმავთ, აქტუალობიდან გამომდინარე, გირჩევთ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფან-შოპში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 74) შეიძინოთ იგი ან თუკი რაგბის ფანი ხართ, Veli-დან შეუკვეთოთ რაგბის ეროვნული ნაკრების პოლო-მაისური.
ატლასის კაბები კარადაში მომდევნო წლამდე შეინახეთ, ახლა გამჭვირვალე ქვედაკაბა ზაფხულის ყურადღების ცენტრში ექცევა. ნუ შეგეშინდებათ ფეხების სიშიშვლის, თქვენ ყველა სამოსში ლამაზი ხართ!
Finally, ფემინურობა ისევ მოდაშია! ფერადი და ჰაეროვანი კაბები, ვარდები, სხეულზე გამოყვანილი ქვედა ბოლოები - ზაფხულში შეგიძლიათ მაქსიმალურად ფემინურები იყოთ.
და ბოლოს, მოკლე შორტების ნუ შეგეშინდებათ, ზაფხულია და თან ძალიან, ძალიან ცხელა. ძალიან მოკლე შორტები მილანის მოდის კვირეულზე Gucci-ს საბატო დე სარნოს ხელმძღვანელობით შექმნილ კოლექციაში მრავლად ვიხილეთ. მოკლე შორტები ვიხილეთ Chanel-ის, Alexander McQueen-ის, Isabel Marant-ისა და სხვა მოდის ბრენდების ჩვენებებზეც.