ზაფხულის მთავარი აქსესუარი: ჩალის ჩანთა

Tan Lines by Anthony Vaccarello, photographed by Purienne f

ჩალის ჩანთა ზაფხულის უცვლელი აქსესუარია. მიზეზი მარტივია: მსუბუქია, პრაქტიკულია და თითქმის ყველა ტიპის საზაფხულო ტანსაცმელს ეხამება. შესაბამისად, მოდის ბრენდები ყოველწლიურად გვთავაზობენ განახლებულ ვერსიებს, პატარა ზომებიდან დაწყებული, ფერად ინტერპრეტაციებამდე.

2025 წლის კოლექციებში შენარჩუნებულია ბუნებრივი ტექსტურა, თუმცა ჩანთებს ემატება ტყავის სახელურები და ფერის მცირე აქცენტები. Jacquemus-ის მინიმალისტური და Loewe-ს ხელნაკეთი მოდელები ამ სეზონზეც აქტუალურია.

TheDiary გიზიარებთ რედაქციის რჩეულ ჩალის ჩანთებს სხვადასხვა სტილის, ზომისა და დეტალის მქონე მოდელებს, რომლებიც ამ ზაფხულის ლუქებში განსაკუთრებით აქტიურად ფიგურირებს.

jacquemus ჩანთა

Jacquemus ჩალის ტექსტურის ჩანთა-კალათა

ყიდვა

Jacquemus-ის Bambola ჩანთა მზიანი დღეების დახვეწილი თანამგზავრია. ის დამზადებულია ხელოვნური ჩალის ფაქტურის მასალისგან და გაფორმებულია ტყავის დეტალებით. ჩანთას გამორჩეულს ხდის ოქროსფერი დეტალი. 

0711 nino eliava

0711 ჩალის ჩანთა ცისფერი დეტალებით 

ყიდვა

0711 არტიზანული ჩანთების ქართული ბრენდია, რომელიც 2012 წელს ნინო ელიავამ და ანა მოკიამ დააფუძნეს. ეს ჩალის ჩანთა კი იდეალურად ერგება საზაფხულო ლუქს, სადაც აქცენტი სწორედ აქსესუარზეა.

Zara ჩალის ჩანთა

Zara ყავისფერი ჩალის ჩანთა

ყიდვა

 

ყავისფერი ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფერია. ოქროსფერი დეტალით გაფორმებული ეს ჩალის ჩანთა კი ზაფხულის საღამოს ლუქს იდეალურად მოუხდება.

ysl bag raffia

Saint Laurent-ის შავი ჩალის ჩანთა

ყიდვა

Saint Laurent-ის შავი ჩალის ჩანთა მინიმალისტური დიზაინით და დიდი მოცულობით გამოირჩევა. თუკი ჩალის ჩანთისთვის 4000 ევრო არ დაგენანებათ, ეს მოდელი იდეალურია როგორც ქალაქის, ისე საზღვაო ლუქისთვის. 

ჩალის ჩანთის ფორმები, დეტალები და ფერები სეზონიდან სეზონამდე იცვლება, თუმცა ის კვლავაც რჩება ზაფხულის გარდერობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ აქსესუარად.

ზევით