2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
The diary-ს beauty რედაქტორები იმ ტოპ პროდუქტების სიას წარმოგიდგენთ, რომელიც აუცილებლად უნდა იკავებდეს საპატიო ადგილს თქვენს სილამაზის გარდერობში.
ტონერი
ტონერი სახის კანის ph ბალანსს აღადგენს, თან დაუყოვნებლივ. მისი უმთავრესი დანიშნულებაც ეს არის, რაც შეიძლება მალე და ღრმად დაატენიანოს სახის კანი. სახის დაბანა, თუნდაც უბრალო წყლით, ძალიან აშრობს კანს. იმისათვის რომ ph ბალანსი სასწრაფოდ აღდგეს, საჭიროა ტონერი, რომელიც წამებში ატენიანებს სახეს.
როლერი
როლერი, სახის ნაზი მასაჟის მეშვეობით, ლიმფური სისტემის სტიმულირებას ახდენს. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებს კანის ტონს და ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, ამცირებს ნაოჭებსა და თვალის მუქ წრეებს, გამოდევნის ტოქსინებს.
პაჩები
თვალის გარშემო შეშუპებისა და ჩაშავების პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს. მანამ, სანამ მაკიაჟზე გადახვალთ, აუცილებლად გამოიყენეთ თვალის პაჩები, რომელიც თქვენს მზერას გამოაბრწყინებს.
ქსოვილის ნიღაბი
კანის დატენიანებისა და გამოცოცხლებისთვის განკუთვნილი ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა იდეალური კანისთვის. პროდუქციის გამოყენებიდან ზუსტად 15 წუთში თქვენი სახის კანი ჯანსაღ ელფერს დაიბრუნებს. ეს პროდუქტი ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც თავის მოსავლელად დიდი დრო არ რჩება და სასურველი შედეგის მიღება მოკლე დროში სურს.
ანტიოქსიდანტი
დაბინძურებულ გარემო, პირდაპირ ჩვენს სახის კანზე აისახება. თუ მსოფლიოს ამჟამინდელ ეკოლოგიურ პირობებს გავითვალისწინებთ და იმას, თუ როგორ დაჩქარებულ პროცესში გვიწევს ცხოვრება, ძლიერი ანტიოქსიდანტი ის პროდუქტია, რაც თითოეული ჩვენგანის კანს სჭირდება.
დამატენიანებელი კრემი
დამატენიანებელი კრემი დეჰიდრატირებულ კანში წარმოქმნის წყლის რეზერვუარს და უზრუნველყოფს კანის დატენიანებას ხანგრძლივი დროის მანძილზე. მისი გამოყენებისას მომენტალურად ხდება კანის ფერის გაუმჯობესება.