Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის ახალი რუბრიკაა, რომელშიც საკუთარი ხედვითა და გემოვნებით შექმნილ Look-ებს ყველაზე გამორჩეული ქართველი ინფლუენსერები, თუ მოდის ბლოგერები შემოგვთავაზებენ.
ამჯერად Instagram-ის მიმდევრებისთვის კარგად ნაცნობი IT გოგოს, მარიამ კუხალაშვილის სტილის ხელწერას გაგაცნობთ, რომელიც დახვეწილი, კლასიკური და ყოველდღიური სტილის სინთეზითა და Old money ესთეტიკით გამოირჩევა.
“ზოგადად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ფერებს. ნაცრისფერი ჩემი საყვარელი ფერია. გარდა ამისა, ეს Look მომწონს იმითაც, რომ სხვადასხვა სიტუაციაში შემიძლია ჩავიცვა: სამსახურში, საქმიან შეხვედრაზე, წვეულებაზე და ა.შ.”.
Signature Look by Mariam Kukhalashvili
მარიამის რჩეულ ლუქში ამჯერად Prada-ს, LOEWE-ის, ZARA-ს, Saint Laurent-ის და MANGO-ს აითემები შედის. მონოქრომული "აუთფითი" ნაცრისფერ ფერშია გადაწყვეტილი და ყოველდღიურ აითემებთან ერთად, კლასიკური, ლაქშერი ბრენდების რამდენიმე ნივთსაც მოიცავს, მათ შორის Prada-ს ფეხსაცმელს და LOEWE-ს ხელჩანთას.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.
სახლი, რომელშიც ემა რობერტსი ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჰოლივუდ ჰილზე მდებარე თბილი და კომფორტული სივრცეა. მსახიობმა ეს ვინტაჟური ინტერიერითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამორჩეული სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა.