Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის ახალი რუბრიკაა, რომელშიც საკუთარი ხედვითა და გემოვნებით შექმნილ Look-ებს ყველაზე გამორჩეული ქართველი ინფლუენსერები, თუ მოდის ბლოგერები შემოგვთავაზებენ.
“პარიზელი გოგოს”, NYC-ის სტილისა და Old money ესთეტიკის ნაზავით, იზაბელა ამბოკაძის გვერდი ქართულ Insta სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. დღეს The Diary-ის მკითხველს არც მეტი, არც ნაკლები, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Fashion ბლოგის - Mao.ge-ის თანადამფუძნებლის ხელწერას გაგაცნობთ.
იცის, რა მოგვწონს, მაგრამ რაც მთავარია, იცის საკუთარი პალიტრა და ფორმები. იზაბელას სტილი იმდენადვე გამორჩეული და პერსონალურია, რამდენადაც mao.ge-ის კონტენტი, რომელსაც 300 000-მდე მიმდევარი ჰყავს.
Signature Look by Isabella
Signature Look- სთვის მოდის ბლოგერმა ამჯერად ისეთი ბრენდების ნაზავი შეარჩია, როგორებიცაა RALPH LAUREN, Maison Margiela, Chanel, Ray-Ban, ZARA და Hussein Chalayan-ია.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.
სახლი, რომელშიც ემა რობერტსი ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჰოლივუდ ჰილზე მდებარე თბილი და კომფორტული სივრცეა. მსახიობმა ეს ვინტაჟური ინტერიერითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამორჩეული სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა.