ზენდაიას ახალი ლუქი Emmy Awards-ზე
ზენდაია Emmy Awards-ზე „Euphoria-ს“ ფინალური სეზონისთვის იყო ნომინირებული. მსახიობმა Prada-ს კაბა, ახალი pixie ვარცხნილობა და 1990-იანი წლების მაკიაჟი შეარჩია.
Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის ახალი რუბრიკაა, რომელშიც საკუთარი ხედვითა და გემოვნებით შექმნილ Look-ებს ყველაზე გამორჩეული ქართველი ინფლუენსერები, თუ მოდის ბლოგერები შემოგვთავაზებენ.

დახვეწილი და “ჩუმი სიმდიდრის” ესთეტიკის მატარებელი გვერდის მთავარი გმირი ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი - ლიკუნა მეტრეველია. ერთი შეხედვით თავშეკავებული გადაწყვეტილებებით, ლიკუნა საკუთარ გვერდზე გამორჩეულად ელეგანტურ კონტენტს გვთავაზობს.
She’s a lady, she’s the moment!
მისი სამოდელო კარიერის გავლენა ყველა ფოტოს ეტყობა, თუმცა ათასობით მოწონებას მხოლოდ სწორად შერჩეული “დგომა” არ იმსახურებს. ლიკუნას სამოსის, აქსესუარებისა და მაკიაჟის შეხამების უნიკალური უნარი გააჩნია. მეტიც, ხშირად მაკიაჟი საერთოდაც არ სჭირდება.
დედის, მოდელისა და პროფესიით იურისტის პირადი გვერდზე lifestyle და მისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კონტენტს ვხვდებით. The Diary-ის რუბრიკისთვის ლიკუნამ ამჯერად ისეთი ბრენდების item-ები შეარჩია, როგორებიცაა KARL LAGERFELD, Sandro, ISABEL MARANT და სხვ.
SHOP THE LOOK HERE: