სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
დენიელ როზბერიმ, პარიზის მაღალი მოდის კვირეული Schiaparelli-ის ჩვენებით გახსნა. კოლექციის ინსპირაცია კი თავად ელზა სკიაპარელია, როგორც ტრანსფორმაციისა და მუდმივი აღორძინების სიმბოლო.
ჩვენებამ მსოფლიო ტაბლოიდების ყურადღება არამხოლოდ გასაოცარი კოლექციით მიიპყრო, არამედ მათ შორის, A-Lister-ების უთვალავი რაოდენობით. სტუმრებს შორის კი გამოირჩეოდნენ კაილი ჯენერი, Schiaparelli-ის ვარდისფერი კაბით შემოსილი და მომღერალი Doja Cat, ჩვეულ, ავანგარდულ სტილში.
დანიელ როზბერის მიერ მიერ პარიზში წარდგენილი კოლექცია, რომელსაც Phoenix ეწოდა, სკიაპარელის ავანგარდული სულისკვეთების თანამედროვეე ინტერპრეტაცია და ამავდროულად, პატივის მიგებაა ამ მოდის სახლის მდიდარ მემკვიდრეობას. ფერფლიდან ამომავალი ფენიქსის სიმბოლოებით მრავლად იყო დატვირთული ჩვენება, მათ შორის იყო დრამატული სილუეტები ბუმბულის რთული დეტალებით.
Schiaparelli-ს 2024 წლის შემოდგომის მაღალი მოდის კოლექცია ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია: