
ზედაპირული პილინგის ჩატარება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. მათ, ვისაც ცხიმიანი სახის კანი აქვთ, კვირაში ორჯერ შეუძლიათ ჩაიტარონ კანის ექსფოლაციის პროცედურა. ხოლო პროდუქციას მარტივად იპოვით უბნის აფთიაქში ან თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ მარტივი რეცეპტებით.
ექსფოლაციის პროცედურის მეშვეობითვე ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს და ზედაპირულ ნაწიბურებს. პილინგის ინტენსიური საშუალებები კანის მკვრივი სტრუქტურის შენარჩუნებაზე აგებენ პასუხს. პროცედურის შემდგომ კანი უფრო დარბილებულია და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს.
The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის საჭირო პროდუქცია შეარჩია, რომელიც სახის კანსა და სხეულს იდეალურ და გლუვ სტრუქტურას მიანიჭებს.
MIZON

სახის გამწმენდი პილინგი ვაშლის ექსტრაქტით, რომელიც ეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით კი მგრძნობიარესთვის. სათუთად წმენდს კანს და ნაზად ქერცლავს მკვდარ უჯრედებს. PSP
CAUDALIE

მსუბუქი ამქერცლავი კრემი სათუთად აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს. მატებს კანს ჯანსაღ იერსა და კომფორტის შეგრძნებას. შეიცავს ნატურალურ კომპონენტებს: აკაციის თაფლს, ჟოჟობას მიკროგრანულებს, ყურძნის ზეთს. PSP
AHAVA

ტალახის პილინგი უზრუნველყოფს ღრმა ჰიდრატაციას. დამზადებულია ბუნებრივი მკვდარი ზღვის ტალახით, მინერალებითა და წვრილმარცვლოვანი გრანულებით. ჰიპოალერგიულია და არ შეიცავს პარაბენებს. Aversi
MIZON

სახის სკრაბი ჰიალურონით, ლოკოკინის მუცინით ან კოლაგენით. შეარჩიეთ თქვენი კანისთვის იდეალური პილინგი - კორეული ბრენდი „მიზონი“ საკმაოდ დიდ არჩევანს გთაავზობთ. PSP
VICHY

მინერალური პილინგი ვულკანური წარმოშობის ნაწილაკებს შეიცავს, რისი მეშვეობითაც აღწევს კანის ეფექტურ პილინგს. გამოყენების შემდეგ კანი ჯანსაღი და ერთგვაროვანია. GPC