YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
როდესაც გვეგონა, რომ 2023 წლის საზაფხულო ტრენდებს სრულად მომზადებული შევხვდით და ზუსტად ამოვიცანით რა იქნებოდა ყველაზე ცხელ სეზონზე მოთხოვნადი, ერთმა მოულოდნელმა ტრენდმა ჩვენი გაოცება ნამდვილად მოახერხა. ბოლო რამდენიმე დღეა, ისეთი ვარსკვლავები როგორებიც ჰეილი ბიბერი, ამალ კლუნი, დუა ლიპა და სხვები არაინ, ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ საპატარძლო სილუეტებით შთაგონებულ თეთრ საზაფხულო კაბებში, რომლებიც უდავოდ შეუდარებლად გამოიყურება.
ცნობილი ადამიანები ამ ზაფხულს არჩევანს, სადა, მინიმალისტურ, თუმცა დახვეწილ კაბებზე აკეთებენ, ისეთებზე, როგორებსაც ქორწილის რეპეტიციის დროს ან after-party-ზე ირგებენ.
თვის დასაწყისში, ამალ კლუნი მეუღლესთან, ჯორჯთან ერთად, კომოს ტბაზე John Galliano-ს ვინტაჟური თეთრი კაბით გამოჩნდა, რომელიც თამამად შეიძლებოდა ყოფილიყო მომავალი პატარძლის არჩევანი. ლონდონში, უიმბლდონის მიმდინარეობისას კი ნიკოლა კაულანი Ralph Lauren-ის კაბით გამოჩნდა, რომელსაც თხელი თასმები ამშვენებდა.
ტრენდს არ ჩამორჩა არც დუა ლიპა, მომღერალმა თეთრი აბრეშუმის კაბა და Gucci Jackie-ს ჩანთა, ღამის გასეირნებისთვის მოირგო.
წარმოგიდგენთ იმ თეთრი საზაფხულო კაბების არჩევანს, რომელიც ამ სეზონის უახლესი ტრენდის გამოძახილია:
Joana Silk Midi Dress
MIDI DRESS
Embroidered v-neckline dress
BRIDAL SILK - SLIP DRESS
Joana Silk Dress