2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
როზი ჰანთინგთონ-უაითლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია, სუპერმოდელი და მისი საქმრო ჯეისონ სტეთჰემი მეორე შვილს ელოდებიან, ამის პარალელურად კი როზიმ სადებიუტო Rose Inc სილამაზის კოლექცია გამოუშვა.
სილამაზის სამყარო ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს. მას შემდეგ, რაც 16 წლისამ სამოდელო კარიერა დავიწყე, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი სილამაზის პროდუქტების ტრანსფორმაციით.
როზის თქმით, ის ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა მის ვიზაჟისტებს და სტილისტებს და ამ დაკვირვებამ მას ცხოვრებაში დიდი ცოდნაც შესძინა, თუმცა ჰანთინგთონ-უაითლის კარგად ჰქონდა გააზრებული ის ფაქტი, რომ საკუთარი სილამაზის ხაზის გამოშვებას მხოლოდ პირადი ცოდნით ვერ შეძლებდა, სწორედ ამიტომ გარშემო საქმის ნამდვილი პროფესიონალები შემოიკრიბა და სადებიუტო კოლექციის მზადებასაც შეუდგა.
Rose Inc-სთვს შექმნილი პირველი კოლექცია Modern Essentials თავის მოვლისა და მაკიაჟის პროდუქტებს აერთიანებს, "ეს ის მთავარი პროდუქტებია, რომელთა გარეშე ცხოვრება არ შემიძლია" - განაცხადა როზიმ